სერგი წულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სერგი წულაძე''' (დ. 7 სექტემბერი, 1917, თბილისი – გ. 2 ივლისი, 1977, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათი|ჭანჭათიდ...
(განსხვავება არ არის)

11:51, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

სერგი წულაძე (დ. 7 სექტემბერი, 1917, თბილისი – გ. 2 ივლისი, 1977, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათიდან. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი წულაძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1947 წელს ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. II მსოფლიო ომის წლებში სერგი წულაძე აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

1951 წელს მას მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. ამავე წელს მან ცოლად შეირთო ფრანგი მადლენ ვერდო და 1958 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1958-1961 წლებში სერგი წულაძე მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მიხეილ ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. სერგი წულაძე გარდაიცვალა მოსკოვში 1977 წლის 2 ივლისს.

სერგი წულაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის მშობლიური ლიტერატურის წინაშე. ის იყო პირველი მთარგმნელი, რომელმაც უცხოელ მკითხველებს ფრანგულ ენაზე მიაწოდა "ვეფხისტყაოსნის" სრულყოფილი პოეტური თარგმანი. "ვეფხისტყაოსნის" სერგი წულაძისეული თარგმანი აღიარებული და სათანადოდ დაფასებულია როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის აკადემიურ წრეებში.თარგმანი ცალკე წიგნად გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობა "გალიმარმა".მას მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას სახელობის პრემია.

"ვეფხისტყაოსნის" გარდა სერგი წულაძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო ტფილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.

რესურსები ინტერნეტში