იოანე იტალოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
იოანე იტალოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას საგანგებოდ განიხილავდნენ ქართველი მეცნიერები. XX საუკუნის 20-იან წლებში [[გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი)|გ. წერეთელმა]] თბილისში გამოსცა იოანე იტალოსის ლოგიკური ტრაქტატები ორიგინალის ენაზე. 1966 კი გამოვიდა ნ. კეჭაღმაძის გამოცემა, რომელმაც მოგვიანებით, 1970 წელს, საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა იოანე იტალოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გარდა ამისა, სხვა ქართველ მკვლევრებსაც ([[გურამ თევზაძე|გ. თევზაძე]], მ. მჭედლიძე) აქვთ საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევები იტალოსის მრავალფეროვანი შემოქმედების შესახებ. საქართველოში კარგად იყვნენ ცნობილი იოანე იტალოსის მოწაფეებიც, მ. შ. ბრწყინვალე დიალექტიკოსი, პლატონის შესანიშნავი მცოდნე და არისტოტელეს ნაშრომების განთქმული კომენტატორი [[ევსტრატე ნიკეელი]] (XI–XII სს.), რომლის ერთ-ერთი პოლემიკური ნაშრომის ქართული თარგმანი [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელის]] „დოღმატიკონშია“ განთავსებული.
 
== ლიტერატურა ==
* {{წიგნი |გვარი=კეჭაღმაძე |სახელი=ნ. |სათაური=იოანე იტალოსის შემოქმედება |ადგილი=თბ. |წელი=1970}}
* {{წიგნი |გვარი=მჭედლიძე |სახელი=მ. |ნაწილი=ბიზანტიელი ფილოსოფოსები – მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში |სათაური=ბიზანტინოლოგია საქართველოში |ადგილი=თბ. |წელი=2007}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_იტალოსი“-დან