|
|
'''იოანე ბედიელი''' — [[ბედიის საეპისკოპოსო|ბედიის მთავარეპისკოპოსი]] XI ს.საუკუნის II ნახევარში. ჰქონდა [[სვინგელოზი|სვინგელოზის]] ([[პატრიარქი|პატრიარქის]] თანაშემწე ბერი) საეკლესიო წოდება. 1065 წელს, როდესაც [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ის ასული [[მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)|მარიამი (მართა)]] ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორის — [[კონსტანტინე X დუკა|კონსტანტინე X დუკას]] ვაჟს მიხეილს (შემდგომში იმპერატორი [[მიხეილ VII (ბიზანტია)|მიხეილ VII]]), [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] ჩასულ ქართველ ბიზანტიის მომავალ დედოფალს თან ახლდა სამეფო დელეგაცია: [[პეტრე პატრიკიოსი|პეტრე პატრიკი]], იოანე ბედიელი და „სხუაჲ ერი ფრიადი“.
[[კატეგორია:ბედიის საეპისკოპოსო]]
|