შიო არაგვისპირელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.31.86-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
შიო არაგვისპირელი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში ([[1877]]-იდან), შემდეგ ([[1883]]-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. [[1887]] დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; [[1889]] დაამთავრა სემინარია და [[1890]]-იდან [[ვარშავა|ვარშავის]] საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. [[პოლონეთი|პოლონეთში]] ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. [[1893]] ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ [[ქუთაისი|ქუთაისის]] ციხეში. [[1895]] წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს "ჯეჯილში".
 
არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. [[წერეთელი, აკაკი|ა. წერეთელმა]] მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. არაგვისპირელი ძირითადად განაგრძობდა ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა "ეროვნული თვითშეგნების" საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.
ხაზი 11:
არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და [[ნოველა|ნოველების]] მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან ("აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით", [[1900]]; "მიწაა", "ჩემი სამშობლო ჩემი გულია", ორივე [[1901]]; "გრძნეული ციხე", "ნინიკას მთაზე", "მიჯაჭვული ამირანი", [[1908]]; "სამარცხვინო ბოძთან", [[1908]]; "განძი", "საშინელებაა...").
 
მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივრები; ამ "გლეხური ციკლის" ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლოგიური კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვაროერთგვარი გადახრაც. ტიპიურად უნდა ჩაითვალოს "ადე, ჩამოვიდა", "ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო" (ორივე [[1893]]), "და-ძმა", "ღვინის ქურდები", "დიდი დედა მარიამი და ხატაურა", "ოლოლოები" და სხვა. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. [[მოპასანი, გი დე|მოპასანის]] კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა ("მოგვილოცნია ახალი წელი", [[1892]]; "ყველაი დავკარგე", [[1892]]; "ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა", [[1895]]; "...ხითხითებს და ხითხითებს", [[1896]]; "...მხრებიღა ავიჩეჩე", [[1896]]; "წერილის ნაგლეჯი", [[1897]]; "... სულ ერთია", [[1897]]; "ბალღი ყოფილხარ!", [[1899]]; "გიული", [[1899]] და სხვა).
 
განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული" ([[1920]]), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით ("იუდა", "ჭეშმარიტად!", "საშობაო ჩვენება", "ბაბდო კი...", "ორი მკურნალი" და სხვა). არაგვისპირელს ეკუთვნის აგრეთვე პიესები "კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს" და "შიო თავადი".