საინგილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 7:
==ისტორია==
საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და [[ელისუს სასულთნო]]საგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია [[ჰერეთი]]ს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუს დასაწყისში ადმინისტრაციულად [[მაჭის საერისთავო]]ს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა [[ კახეთის სამეფო]]ში, [[ოსმალეთი]]სა და [[სპარსეთი]]ს გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი [[ლეკები]]. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და [[მაჰმადიანობა|გამაჰმადიანება]]. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი ([[ფიფინეთი|ჭარი]], [[ბელაქანი]], [[კატეხი]], [[თალა]], [[მუხახი]], [[ჯინიხი]]) და წახურელები ([[წახური]], [[ელისუ]], [[სუვაგილო]] და [[ყარადულაკი]]) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს [[ჭარ-ბელაქანი]] და ელისუს სასულთნო [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა [[ჭარ-ბელაქნის ოლქი]], მის ბაზაზე კი 1840 - [[ბელაქნის მაზრა]], რომელიც ადმინისტრაციულად [[საქართველო-იმერეთის გუბერნია]]ში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი [[ზაქათალის ოკრუგი|ზაქათალის ოკრუგად]] იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა [[სამურის ოკრუგი|სამურის ოკრუგს]]. საინგილოს ნაწილი მოქცეული იყო [[სიღნაღის მაზრა]]ში, ნაწილი კი [[ნუხის მაზრა]]ში. 1918-1921 წლებში ისტორიული ჰერეთის (საინგილო) რეგიონი [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ, [[საქართველო]]ს ეს რეგიონი უკანონოდ ჩამოაჭრეს და [[აზერბაიჯანი]]ს შემადგენლობაში შეიყვანეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
 
==ტრადიციული საცხოვრისი==
საინგილოში აშენებდნენ ქვითკირის და ხის სახლებს, დაქანებული სახურავით, რომელიც დახურული იყო ჩალითა და [[კრამიტი]]თ. იშვიათი იყო [[ბანიანი სახლი]]. სახლი იყო ერთსართულიანი, ერთოთახიანი, უფანჯრო, უბუხრო, უიატაკო. თბებოდა შუაცეცხლით. აღმოსავლეთ კედელზე მოდგმული იყო მთლიანი ხისგან გამოჭრილი [[თახჩა]]. დედაბოძის მარცხენა კედელზე მოწყობილი იყო დიდი ბეღელი.
 
ინგილოებს ეზოში ჰქონდათ გადაუხურავი [[მარანი|მარნები]]. იქვე იდგა [[თონე]]. ეზოები შემოფარგლული იყო ტყრუშული ღობით ან ქვითკირის კედლით. ეზოებში ძირითადად გაშენებული ჰქონდათ [[თუთა]], [[ვაშლი]], [[მსხალი]], [[ბალი]], [[ალუბალი]], [[ჭერამი]] და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საინგილო“-დან