ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
მალაიისა და ბირმის კამპანიებში, ასევე წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრში ლენდ-ლიზით გაცემული ტომპსონები გამოიყენებოდა ბრიტანელი, ინდოელი, ავსტრალიელი და [[ერთა თანამეგობრობა|თანამეგობრობის]] ჯარისკაცების მიერ. ის აქტიურად გამოიყენებოდა ჯუნგლებში, სადაც ეფექტური იყო მაღალი საცეცხლე შესაძლებლობის წყალობით, თუმცა აკრიტიკებდნენ არასაიმედოობის გამო. მომარაგების სირთულეების გამო 1943 წელს ავსტრალიელმა სამხედროებმა ის ავსტრალიური წარმოების Owen და Austen პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით ჩაანაცვლეს, ბრიტანელებმა კი — [[Sten|სტენის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით]] (Sten gun).
[[ფაილი:9 Div Tobruk(AWM 020779).jpg|მარცხნივ|მინი|ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ავსტრალიელი სამხედროები [[ტობრუკი|ტობრუკთან]],1941 წლის 8 სექტემბერი.]]
ტომპსონები ასევე დაურიგდათ ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალებსა და ახალი ზელანდიის სამეფო საზღვაო ძალებს. ახალი ზელანდიის კომანდოსები თავდაპირველად იყენებდნენ ტომპსონებს, თუმცა მოგვიანებით, [[გუადალკანალის კამპანია|გუადალკანალისა]] და [[სოლომონის კუნძულების კამპანია|სოლომონის კუნძულების კამპანიებში]], ისინიც გადაერთნენ ავსტრალიური ოუენის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოყენებაზე, რომლებიც უფრო საიმედო, მსუბუქი და ზუსტი იყო.
 
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ასევე იყენებდნენ ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს გარკვეული რაოდენობით, განსაკუთრებით ომის ბოლოსკენ კუნძულებზე იერიშებისას. მალევე აღმოჩნდა, რომ ტომპსონს შეზღდული შესაძლებლობები ჰქონდა ღრმა ჯუნგლების საფარში, რადგანაც მისი სუსტი ტყვიები ვერ ხვრეტდა ყველაზე მცირე დიამეტრის ხეებსა და დამცავ ჯავშანჟილეტებს. აშშ-ს საარმიო ძალების წევრები, რომლებიც ჯუნგლებში პატრულირებდნენ, თავდაპირველად ტომპსონებს იყენებდნენ ახალი გვინეისა და გუადალკანალის კამპანიებში, თუმცა მოგვიანებით მათ ტომსპონების ნაცვლად [[M1918 Browning Automatic Rifle|ბრაუნინგის ავტომატური შაშხანების]] გამოყენება დაიწყეს.