გერმანიის კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.1
 
ხაზი 2:
'''გერმანიის კავშირი''' ({{lang-de|Deutscher Bund}}) — [[გერმანული ენა|გერმანულენოვანი]] სახელმწიფოების [[კონფედერაცია]] [[1815]] წლიდან [[1866]] წლამდე. დაარსდა [[1815]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესზე]]. გერმანიის კავშირი, როგორც ცალკეული ფედერაციული ერთეულების გაერთიანება, იყო [[1806]] წელს დაშლილი [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიისა]] და [[ნაპოლეონი]]ს მიერ დაარსებული [[რაინის კავშირი]]ს მემკვიდრე.
 
კონფედერაციის დამფუძნებელი დოკუმენტი, [[გერმანიის ფედერალური აქტი]], ხელმოწერილი იქნა 38 წევრი სახელმწიფოს, 34 სამთავროსა და ოთხი თავისუფალი ქალაქის მიერ<ref>[{{Cite web |url=http://www.verfassungen.de/de/de06-66/bundesakte15.htm |title=1815 წლის გერმანიის ფედერალური აქტი] |accessdate=2012-02-13 |archiveurl=https://web.archive.org/web/20100105164650/http://www.verfassungen.de/de/de06-66/bundesakte15.htm |archivedate=2010-01-05 }}</ref>; 39-ე წევრი სახელმწიფო ჰესენ-ჰომბურგი კონფედერაციას მხოლოდ [[1817]] წელს შეუერთდა. შეძენით ან მემკვიდრეობით სახელმწიფოთა გაერთიანებების შედეგად წევრთა რაოდენობა [[1863]] წლამდე 35-მდე შემცირდა. კონფედერაციას [[პრუსია|პრუსიისა]] და [[ავსტრია|ავსტრიის]] მხოლოდ ის ნაწილები ეკუთვნოდა, რომლებიც წინათ [[გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია|გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის]] შემადგენლობაშიც შედიოდა. გერმანიის კავშირის ფართობი [[1815]] წლისათვის დაახლოებით 630 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მოსახლეობა კი 29,2 მილიონს. მოსახლეობის რაოდენობა [[1865]] წლამდე 47,7 მილიონამდე გაიზარდა<ref>[http://www.retrobibliothek.de/retrobib/seite.html?id=104131 გერმანიის კავშირი], Meyers Konversations-Lexikon. მე-4 გამოცემა. ტ. 4., Bibliographisches Institut, Leipzig 1885–1892, გვ. 773.</ref>.
 
გერმანიის კავშირი [[ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი|გერმანიის ომის]] ([[1866]]) შედეგად პრაღის ზავით ოფიციალურად გამოცხადდა დაშლილად. [[1870]]<ref>{{Cite web |url=http://verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag.htm |title=''Protokoll betreffend die Vereinbarung zwischen dem Norddeutschen Bunde, Baden und Hessen über Gründung des Deutschen Bundes und Annahme der Bundesverfassung'' vom 15. November 1870 |accessdate=2012-02-13 |archiveurl=https://web.archive.org/web/20120110114543/http://www.verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag.htm |archivedate=2012-01-10 }}</ref> წლიდან სამი სამხრეთგერმანული სახელმწიფოს [[ჩრდილო გერმანიის კავშირი|ჩრდილოგერმანულ კავშირთან]] მიერთების შედეგად ''გერმანიის კავშირი''<ref>[http://verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag-bayern.htm ''Vertrag mit Bayern über den Beitritt zur Deutschen Verfassung'' vom 23. November 1870] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20120205054802/http://www.verfassungen.de/de/de67-18/bundesvertrag-bayern.htm |date=2012-02-05 }}, ნაწილი I, ნაწილი II § 1</ref> მცირე ხნით აღდგა და არსებობდა მანამ, სანამ არ დაარსდა [[გერმანიის იმპერია]].