ლუიზა პრუსიელი (1838-1923): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:მუშავდება}}{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ლუიზა პრუსიელი|გარდაცვალების ადგილი=ბადენ-ბადენი, ვაიმარის რესპუბლიკა, გერმანია|დედა=ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი|მამ...
 
No edit summary
ხაზი 12:
 
=== ბადენის დიდი ჰერცოგინია ===
[[ფაილი:Frederick I, Grand Duke of Baden and his family.jpg|მარცხნივ|მინი|330x330პქ|ლუიზა ქმართან და უფროს ვაჟთან ერთად]]
1854 წელს პრინცესა ლუიზა ბადენის პრინც რეგენტ [[ფრიდრიხ I (ბადენის დიდი ჰერცოგი)|ფრიდრიხზე]] დანიშნეს, რომელზეც იგი 1856 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდა პოტსდამში, რა დროსაც იგი უკვე ბადენის დიდი ჰერცოგი იყო. მას შემდეგ, რაც ლუიზას მამის, მეფე [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ I]]-ის თაოსნობით გერმანია ერთ იმპერიად გაერთიანდა, ლუიზასა და დიდი ჰერცოგის ქორწინებამ იმპერიაში ბადენის როლის ზრდა განაპირობა.
 
ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში დიდი ჰერცოგინია უკვე პირველ შვილზე დაორსულდა. ცნობილია, რომ ლუიზა ბედნიერად გრძნობდა თავს საიმპერატორო კარიდან შორს, ბადენში, სადაც იგი მოსიყვარულე ცოლისა და დედის სახელით იყო ცნობილი. წყვილს დიდად არ მოსწონდათ კონსერვატიული ბადენი, რის გამოც იტალიის ქალაქ [[კონსტანცა|კონსტანცაში]] შეიძინეს დიდი სასახლე და ზაფხულებს იქ ატარებდნენ, თუმცა ბადენში ისინი მაინც პოპულარობით სარგებლობდნენ.
==== ქორწინება ====
 
ლუიზა თავისი რძლის (ძმის ცოლის), კრონპრინცესა [[ვიქტორია ბრიტანელი|ვიქტორიას]] უმცროსი დის, ჰესენის დიდ ჰერცოგინია [[ალისა ბრიტანელი|ალისა ბრიტანელის]] ახლო მეგობარი იყო. იგი თავად ვიქტორიასთანაც ახლოს იყო, რის გამოც მათ ხშირი მიმოსვლა და წერილების მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, მეტიც, ერეოდნენ ერთმანეთის საოჯახო საქმეებში და რჩევებსაც აძლევდნენ. ლუიზასა და ვიქტორიას ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, რაც ვიქტორიამ ხელი შეუშალა თავისი დისწულის, პრინცესა [[ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი (1864-1918)|ელიზაბეთ ჰესენელის]] დაქორწინებას ლუიზას ვაჟ ფრიდრიხზე, სანაცვლოდ კი იგი რუსეთის დიდ მთავარ სერგეი ალექსანდროვიჩს მიათხოვეს.
==== შემდეგი წლები ====
 
[[ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი|ავსტრო-პრუსო-იტალიური ომისას]] ლუიზა ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდა, რამეთუ იგი პრუსიის პრინცესა იყო, მაგრამ ბადენი ავსტრიის მოკავშირე იყო და ომში პრუსიის წინააღმდეგ იბრძოდა. ამასთან, პრუსიის პრემიერ-მინისტრ [[ოტო ფონ ბისმარკი|ოტო ფონ ბისმარკს]], რომელიც დიდი ანტი-კათოლიკე იყო, ისედაც არ მოსწონდა ბადენი და სხვა სამხრეთგერმანული, ღრმად კათოლიკური სამთავროები. თუმცა, ლუიზას გავლენით იმპერატორს არ დაუწყია კათოლიკეთა შევიწროვება, როგორც ამას ბისმარკი მოითხოვდა.
==== ფილანთროპული საქმიანობა ====
[[ფაილი:Louise Grand Duchess of Baden.jpg|მინი|344x344პქ|ხანში შესული ლუიზა]]
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთთან ომების პერიოდში ლუიზა ზრუნავდა ფრანგებთან ტყვედ ჩავარდნილი გერმანელების გამოხსნა-გამოსყიდვასა და მათი ოჯახებში დაბრუნების თაობაზე.
 
=== დაქვრივება და დარჩენილი ცხოვრება ===
=== ქვრივობა და გარდაცვალება ===
1907 წლის 28 სექტემბერს ლუიზა დაქვრივდა და ბადენის დიდი ჰერცოგი მისი ძე, [[ფრიდრიხ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)|ფრიდრიხ II]] გახდა. იმავე წელს მისი ქალიშვილი [[ვიქტორია ბადენელი|ვიქტორია]] შვედეთის დედოფალი გახდა. სულ რამდენიმე წელში დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომიც]], რომელიც ლუიზას ოჯახისათვის ერთობ ტრაგიკული დასასრულით გამოირჩეოდა. 1918-19 წლებში გერმანიას რევოლუციის ტალღამ გადაუარა და მონარქია დაემხო. ტახტი დაკარგა როგორც მისმა ვაჟმა, ისე ძმისწულმა და ყველა მისმა გერმანელმა ნათესავმა. სწორედ ამ რევოლუციისას მისი ქალიშვილი ვიქტორია გერმანიაში სტუმრობდა ახლობლებს. 11 ნოემბერს, იმპერატორ [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-ის გადადგომით დასრულდა გერმანული მონარქია. ლუიზა და მისი ოჯახი კარლსრუეს სამეფო სასახლიდან გაასახლეს. ცნობილია, რომ მათი გამოსვლისას სასახლეს ბრბოს ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომლისგანაც ყვირილის გარდა ცეცხლსასროლი იარაღების გასროლის ხმაც ისმოდა.
 
დამხობის შემდეგ მათი ოჯახი ცვინგენბერგის სასახლეში გადავიდა. ახალმა მთავრობამ ასევე გასცა ბადენის დიდი ჰერცოგის ოჯახის დაცვის ბრძანებულება, რამეთუ ლუიზას ქალიშვილი, რომელიც შვედეთის დედოფალი იყო, ამ დროს მათთან იმყოფებოდა და მას არაფერი არ უნდა დამართნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია შვედეთთან კონფლიქტს ვერ აიცილებდა. 1919 წელს ჰერცოგის ოჯახი მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ჩვეულებრივ მოქალაქეებად და დაუბრუნა არაერთი სასახლე, როგორც მათი კერძო საკუთრება.
 
ამის შემდეგ ლუიზა [[ბადენ-ბადენი|ბადენ-ბადენში]] მდებარე თავის რეზიდენციაში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. იგი სწორედ იქ, 1923 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში.
 
== შვილები ==
{| class="wikitable"
|+
!სახელი
!სურათი
!დაიბადა
!გარდაიცვალა
!ზოგადი ცნობები
|-
|[[ფრიდრიხ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)|ფრიდრიხ II]]
|[[ფაილი:Baden-friedrich-2.jpg|frameless|158x158პქ]]
|9 ივლისი, 1857
კარლსრუე, გერმანია
|9 აგვისტო, 1928
ბადენვაილერი, გერმანია
 
(71 წლის)
|ბადენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1907-1918 წლებში. ცოლად შეირთო
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ასული ჰილდა ნასაუელი, მაგრამ
 
შვილები არ ჰყოლია.
|-
|[[ვიქტორია ბადენელი|ვიქტორია]]
|[[ფაილი:Victoria of Baden, Queen of Sweden.jpg|frameless|169x169პქ]]
|7 აგვისტო, 1862
კარლსრუე, გერმანია
|4 აპრილი, 1930
რომი, იტალია
 
(67 წლის)
|ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე [[გუსტავ V]]-ს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი,
მათ შორის მომავალი მეფე [[გუსტავ VI|გუსტავ VI ადოლფი]].
|-
|ლუდვიგი
|
|12 ივნისი, 1865
კარლსრუე, გერმანია
|23 თებერვალი, 1888
კარლსრუე, გერმანია
 
(22 წლის)
|გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
|}
 
== წინაპრები ==