მოსინის შაშხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 28:
'''მოსინის შაშხანა''' ({{lang-ru|винтовка Мосина}}) ასევე ცნობილი, როგორც '''1891 წლის სამხაზიანი შაშხანა,''' დასავლურ სამყაროში კი, როგორც '''მოსინ-ნაგანის შაშხანა''' — 5-ვაზნიანი ტევადობის ფიქსირებული მჭიდის მქონე გრძივმოძრავსაკეტიანი ხელით გადასატენი საბრძოლო შაშხანა, რომელიც, ძირითადად, [[7,62×54 მმ R]] ვაზნებს იყენებს. შემუშავებულია რუსი კაპიტნის სერგეი მოსინის მიერ, რომელმაც შაშხანას ბელგიელი ძმების, ემილ და ლეონ ნაგანების, შემუშავებული მჭიდი დაუყენა.
 
== ისტორია ==
მოსინის შაშხანა შემუშავებულია 1882-დან 1891 წლამდე პერიოდში და გამოიყენებოდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]], მოგვიანებით [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირისა]] და სხვა ქვეყნების მიერ. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებული ხელით გადასატენი შაშხანა, ვინაიდან 1891 წლიდან მოყოლებული 37 მილიონზე მეტი ერთეულია გამოშვებული. მიუხედავად სიძველისა, მოსინის შაშხანა დღემდე აგრძელებს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოჩენას.
 
Line 36 ⟶ 37:
არსებობს მოსინის შაშხანის ბევრი ვარიანტი, მათ შორის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში ნაწარმოები მოსინები. ლეგენდარული ფინელი სნაიპერი [[სიმო ჰაიჰა]] [[სსრკ-ფინეთის ომი|ზამთრის ომში]] წითელი არმიის წინააღმდეგ სწორედ ფინურ მოსინს იყენებდა.
 
== თანამედროვე გამოყენება ==
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიზუსტისა და საიმედოობის გამო მოსინის შაშხანა მონადირეებისა და კოლექციონერებისთვის სასურველი იარაღი გახდა და ხშირად გვხვდება სამოქალაქო პირების მფლობელობაში, როგორც სანადირო იარაღი.