ალექსანდრე ყაზბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი''' (დ. [[20 იანვარი]] <small>[ ძვ. სტ. 2 იანვარი]</small>, [[1848]]<ref>მისი პირველი ბიოგრაფი [[დავით კარიჭაშვილი]] ყაზბეგის დაბადების თარიღად 1847 წლის 14 ნოემბერს თვლის (ქრესტომათიული კრიტიკა XIX საუკუნე, II, „წყაროსთვალი“, თბ., 2004, გვ. 264, ISBN 99940-760-7-8).</ref>, [[სტეფანწმინდა]] — გ. [[22 დეკემბერი]], [[1893]], [[თბილისი]], დაკრძალულია [[სტეფანწმინდა]]ში) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული [[ფსევდონიმი]] იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.<ref>ქართველი მწერლები სკოლაში, წიგნი 6, ალექსანდრე ყაზბეგი, ნაწილი 1. ავტორ-შემდგენლები: ''მაია ჯალიაშვილი'', ''ფატი ფირუაშვილი'', თბ., 2004, გვ. 12, ISBN 99928-42-53-9.</ref><ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=2&t=12685 მოჩხუბარიძე], ფსევდონიმების ლექსიკონი, [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] საიტი.</ref> სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ელისო“, „[[მამის მკვლელი (რომანი)|მამის მკვლელი]]“ (ორივე [[1882]]), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „[[ხევისბერი გოჩა]]“ (ორივე [[1884]]), „მოძღვარი“ ([[1885]]) ძირითადად 1880–1885 წლების განმავლობაში შექმნა. მწერალზე გავლენა [[ქართული ლიტერატურა|ქართულმა]], [[რუსული ლიტერატურა|რუსულმა]] და [[ფრანგული ლიტერატურა|ფრანგულმა]] ლიტერატურამ მოახდინა.
 
== ბიოგრაფია ==
 
=== წინაპრები და ოჯახი ===
ყაზბეგიანთ წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. ალექსანდრეს პაპა, [[გაბრიელ ყაზბეგი|გაბრიელი]] მეთვრამეტეXVIII საუკუნის უკანასკნელ წლებში სტეფანწმიდის მოურავი იყო, [[საქართველო]]ში რუსული მართვა-გამგეობის დამკვიდრების საქმეში დამსახურების გამო, გაბრიელმა მაიორობა მიიღო და მასვე ებოძა [[აზნაური|აზნაურობა]]. იგი [[ხევი (მხარე)|ხევის]] გამგებლადაც დაუნიშნავთ.
 
გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მამის თანამდებობა მიხეილმა, მისმა უფროსმა ვაჟმა დაიკავა. გადმოცემით, ის მეტად რთული ბუნების კაცი ყოფილა, სიმკაცრითა და ახირებულობით გამოირჩეოდა. მიხეილს ცოლად საგინაშვილის ქალი შეურთავს, მაგრამ მალე დაქვრივებულა. მეორედ [[თარხნიშვილი]]ს ქალზედაუწერია ჯვარი
 
„''როცა საგინაანთ ქალი გარდაიცვალა უშვილოდ, ბიძა-ჩვენმა მიხეილმა შეირთო თარხნიშვილის ქალი, თუმანიანთ ქვრივი, რომელსაც ჰყავდა სამი ქალი პირველი ქმრისაგან,''“
 
იგონებს სოფიო თარხნიშვილი. ალექსანდრეს დედა ელისაბედი, კეკე როგორც შინაურებში იწოდებოდა, კულტურული, ქართული მწერლობის მოტრფიალე და ოჯახის მოსიყვარულე დედა ყოფილა. ალექსანდრე მშობლების ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, იგი 1848წ1848 წ. 8./20 იანვარს დაბადებულა.
 
=== ბავშვობა ===
ალექსანდრე მოგვიანებით იხსენებდა, რომ მასზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა ხალხის ცხოვრებიდან ამოღებული პატარა ამბები და ზღაპრები, რომელსაც მეტწილად საყვარელი გამზრდელი უამბობდა.
 
„''შემიძლიან სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რაიმე რიგიანი , ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, რომლისთვისაც გმადლობს წარმოუთქმელად შენი აკაკი მოჩხუბარიძე,''“ ვკითხულობთ მწერლის ერთ—ერთერთ-ერთ პირად წერილში. მწერლის თანამედროვენი იგონებენ, რომ პატარა ალექსანდრე ძნელად ეგუებოდა გადაჭარბებულ ფუფუნებას. იგი ხშირად გარბოდა სახლიდან და დროს სოფლის ბიჭებთან ატარებდა. „''მდაბალი ხალხი იმ თავითვე, ბავშვობიდანვე, უყვარდა, სული ბიჭებში მიუდიოდა და ვგონებ, მიზეზიც იგივე იყო, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ,დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…''“—“ — წერდა [[აკაკი წერეთელი]].
 
პატარა ალექსანდრეს შინაური მასწავლებლები ადრეულ ასაკში მიუჩინეს. იგი 11-12 წლის [[ფრანგული ენა|ფრანგულ]] და [[რუსული ენა|რუსულ]] ენებს ფლობდა. ალექსანდრე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ ამჟღავნებდა. მოწაფეობის პერიოდიდან ერთი საინტერესო მოვლენა განსაკუთრებით საყურადღებოა 1861წ1861 წ. ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი, რომელიც ახალდაბადებულ ნათესავ ბავშვს უძღვნა.
 
:„ნანა მიხეილ გიორგის ძე ყაზბეგზე“
:მსურს გიხილო მღვიძარე, ჩემ საამოდ მცინარე,
:მეც წაგიწევ კაკანას, თუ დედა გყავს მძინარე.
:საყვარელო მიხაკო, გულით მსურს რომ იხარო,
:აღორძინდე, გამრავლდე და მეც ამით გამახარო.
:შენ ხარ ჩვილათ ხმობილი, სტეფანწმინდას შობილი,
 
=== გიმნაზიის პერიოდი ===
„''ჩემი შიში, რომ არ დაგეგვიანებინეთ [[გიმნაზია]]ში და წადილი ისეთი ძლიერი იყო, რომ შინიდან ჩემოდან აკიდებული, ქვეითი გამოგექეცით, ცივ ყინვაში. თქვენ გამოაგზავნეთ კაცები, დამიჭირეთ, მიმათრივეთ და მკაცრს მოქცევის შემდეგ, იანვრამდის დამაგდეთ, რა გამოვიდა იქიდან? გამომრიცხეს გიმნაზიიდან და როდესაც ისევ მინდოდა შესვლა, მაშინ ეგზამენია მომთხოვეს იმაში, რაც გაევლოთ ჩემს ამხანაგებს ჩემს იქ უყოფნელობაში. ეს აშკარა იყო, რომ 8 თვე ნადირობაში და უსაქმო გატარების შემდეგ ყოვლად შეუძლებელი იყო ეგზამენიის დაჭერა. ამას დაემატა მამაჩემის ავადმყოფობა, როდესაც წადილი იმ სურვილად გადაექცა, რომ გვერდიდან აღარ მოვშორებოდი. ასე რომ არამც თუ თქვენი მიზეზით სწავლა დავკარგე, ისიც კი აღარ იფიქრეთ, რომ სხვა რომელსამე გზაზე დაგეყენებინეთ“'', - ასე საყვედურობდა თურმე მწერალი მშობლებს.
 
1866 წელს ალექსანდრე ყაზბეგს მამა გარდაეცვალა. ამ დროს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. მამის გარდაცვალება ალექსანდრეს ძალიან განუცდია. აი, რას ვკითხულობთ მწერლის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში.
„გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე“ („[[ნამწყემსარის მოგონებანი]]“).
 
მწყემსობის შემდეგ ყაზბეგი თბილისში დასახლდა, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი ბინა. ხან სასტუმროში იყო, ხან რომელიმე ორგანიზაციაში სამადლოდ გამოყოფილ ოთახში. იმ დროს თეატრის დასს აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდა. მან გამოიტყუა სასტუმროს ნომერში გამოკეტილი ყაზბეგი გარეთ და ქართული თეატრის სცენაზე აიყვნა. ბევრი როლი დაისწავლა ყაზბეგმა, მაგრამ კარგად მხოლოდ ერთ პიესაში ასრულებდა გენერლის როლს. როცა თეატრს საქმე ცუდად წაუვიდა, აკაკიმ ”დროებაში”„დროებაში“ გადაიყვანა და სერგეი მესხს მიაბარა, ბინაც რედაქციის შენობაში მიუჩინეს. მწერალს ერთი პუბლიცისტური ბარათი აქვს ამის შესახებ: „საკვირველს ბედზედ ვარ გაჩენილი”გაჩენილი“. დიდ ფუფუნებაში გაზრდილს ხელში მას არაფერი შერჩა. შემოქმედებასაც კი უწუნებდნენ; „ქართული დასისთვის“ წარდგენილი 21 პიესა გაუცამტვერეს, მაშინ როდესაც პარალელურად, რამდენიმე მათგანი ტრიუმფით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ბოლოს კი საკუთარი თხზულებების მოპარვაშიც კი დასდეს ბრალი.
 
მწერალმა 1880 წელს მოთხრობა „ციცკა“ გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ „დროებაში“ დაიბეჭდა „[[ელგუჯა]]“. „ელგუჯას“ მოჰყვა „მამის მკვლელი“, „ელისო“, „[[ნამწყემსარის მოგონებანი]]“, „ციკო“, „განკიცხული“, „[[ხევისბერი გოჩა]]“ და სხვები. ყაზბეგი იყო ალბათ ერთადერთი მწერალი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა მოურიდებლად და პირდაპირ გამოხატა თავის ნაწარმოებებში. ეს ცენზურამაც შეამჩნია და 1884 წელს წიგნად გამოცემული „ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს. ალექსანდრე ყაზბეგის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „[[მოძღვარი (რომანი)|მოძღვარი]]“ 1885 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), ხოლო თეატრალური – „მოხევე.“
ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „[[მამის მკვლელი (მოთხრობა)|მამის მკვლელი]]“ (ორივე [[1882]]), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „[[ხევისბერი გოჩა]]“ (ორივე [[1884]]), „[[მოძღვარი (რომანი)|მოძღვარი]]“ ([[1885]]) და სხვა. [[1886]]—[[1887]] წლებში მძიმედ დაავადდა, [[1890]] წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
 
ალექსანდრე ყაზბეგი განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ქართული თეატრის მიმართ. აკაკი წერეთლის მიწვევით 80–იან80-იან წლებში იგი ქართული თეატარის დასის წევრი გახდა. მაყურებელი აღტაცებაში მოუყვანიამის მიერ შესრულებულ ცეკვას „ხანჯლური“... ხშირად იღებდა მონაწილეობას ქუთაისში, ბათუმში, გორში გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში. 1883 წელს გამოქვეყნდა მისი „[[მოძღვარი (რომანი)|მოძღვარი]]“. მომდევნო წლები კი თიქმის მთლიანად თეატრს მიუძღვნა.
გამუდმებულმა შრომამ, სიღატაკემ და შევიწროვებამ მალე გატეხა მწერლის ჯანმრთელობა. აკაკი წეთელი იხსენებდა, როგორ მიჰყიდა უსახსროდ დარჩენილმა ყაზბეგმა საგვარეულო სახარება „წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, როგორ გაჰყიდა დედის დანატოვარი ძვირფასი ქირმანშალი, სულ რაღაც 15 მანეთად. ნაწერი რვეულიც დაუგირავებია, ხშირად ბინის ქირის ფული არა ჰქონდა.
* ციცკა (1880)
* ელისო (1882)
* ციკო (1883)
* [[ნინო (მოთხრობა)|ნინო]] (1883)
* [[ნამწყემსარის მოგონებანი]] (1883)
მეორე ფილმი იყო „[[მამის მკვლელი]]“ (1923 წ). სცენარის ავტორი და რეჟისორი ა. ბეკ–ნაზაროვი, ოპერატორი – ს. ზაბოზლაევი. როლები განასახიერეს მსახიობებმა: ვ. არაბიძებ (ონისე), [[ნატო ვაჩნაძე]]მ (ნუნუ), [[ვანო სარაჯიშვილი|ვანო სარაჯიშვილმა]] (იაგო), აკაკი ვასაძემ, ნ. გვარაძემ.
 
მესამე ფილმი – „[[ელისო (ფილმი)|ელისო]]“ 1928 წელს გამოვიდა ტელე ეკრანზე. მისი სცენარი დაწერეს ნიკოლოზ შენგელაიამ და ს. ტრეტიაკოვმ. რეჟისორობა გასწია თვით ნ. შენგელაიამ. ფილმში მონაწილეობდნენ: [[კოხტა ყარალაშვილი]] — ვაჟია, [[კირა ანდრონიკაშვილი]] — ელისო, [[ალექსანდრე იმედაშვილი]] — ასტამური, [[ილია მამფორია]] — სეიდულა, [[ცეცილია წუწუნავა]] — ზაზუბიკა. 1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა [[ელდარ შენგელაია]]მ. მეოთხე და ბოლო ფილმი იყო „[[ხევისბერი გოჩა (ფილმი)|ხევისბერი გოჩა]]“ (1964წ1964 წ). სცენარისტები – ნ. სანიშვილი და [[არჩილ სულაკაური]], დამდგმელი რეჟისორი და ოპერატორი ფელიქს ვისოცკი.<ref>https://www.youtube.com/watch?v=WvIvrn1DBbA</ref> ამ ფილმისთვის შეიკრია მსახიობთა მშვენიერი გუნდი: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ შარია (ონისე), ვ. ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი). ყველა ამ ფილმს დიდი წარმატება ხვდა არა მარტო საქართველოში.
 
== ლიტერატურა ==
ანონიმური მომხმარებელი