როსტომი (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
როსტომის გამეფებით ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტია ფლობდა, თუმცა [[ისლამი|მაჰმადიანობის]] პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე [[თბილისი]]ს, [[გორი]]სა და [[სურამის ციხე]]ში [[ყიზილბაში]] მეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. [[1648]] შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, [[თეიმურაზ I]] განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო [[ლევან II დადიანი]]ს და მარიამი.
 
როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. [[1639]] ბრძანებით აღკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე [[ქცია]]ზე, [[განჯა|განჯის]] გზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი [[ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალქალაქი]]), თბილისში, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] პირას — სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა [[მარიამ დადიანი|მარიამ დედოფალს]] დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელი ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართულ საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია.
 
უშვილო როსტომი 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგის ვაჟის, მამუკას, მემკვიდრედ გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. [[1642]] [[სიმონ II|სიმონ II-ის]] შვილიშვილი ლუარსაბი იშვილა, მაგრამ იგი [[1652]] მოკლეს. [[1653]] როსტომის მემკვიდრედ აირჩიეს ბაგრატიონების გვერდითი შტოს [[მუხრანბატონები]]ს წარმომადგენელი [[ვახტანგ V|ვახტანგი]] (შემდეგ ვახტანგ V), რომელიც როსტომის ავადმყოფობის დროს ტახტს განაგებდა. დაკრძალულია ირანში, ქ. ყუმში.