ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ხეთური''' ან '''ნესილური''' (ნეშური) ენა — [[მკვდარი ენა]], რომელზედაც ლაპარაკობდნენ [[ხეთები]]. ხალხი, რომელთაც შექმნეს იმპერია, ცენტრით ქალაქ [[ხათუსა]]ში (თანამედროვე [[ბოღაზქოი]]), ჩრდილო-ცენტრალურ [[ანატოლია]]ში (თანამედროვე [[თურქეთი]]ს ტერიტორიაზე). ეს ენა გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1800 წლიდან 1100 წლამდე. არსებობს გარკვეული საბუთები იმის სასარგებლოდ, რომ ხეთურ და მის მონათესავე ენებზე ლაპარაკობდნენ [[ანატოლია]]სა და ჩრდილოეთ [[სირია]]ში, კიდევ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც [[ხეთების იმპერია]] დაინგრა, დაახლოებით ძვ. წ. 700 წლამდე.
 
ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დოკუმენტირებული [[ინდო-ევროპული ენა]], რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და [[ფონოლოგია]]ში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით [[ედგარ ჰ. სტურტევანტი]] და [[უორენ კაუგილი]], გვარწმუნებს რომ, მისი კლასიფიკაცია მოხდეს, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა. რითიც ყალიბდება ინდო-ხეთური ჰიპოთეზა. მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერი აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული IXXXIX საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.
 
== სახელი ==
 
"ხეთი"„ხეთი“ არის თანამედროვე სახელი, მას შემდეგ, რაც (ეს ჯერ სადავო საკითხია) ხეთების სამეფო იდენტიფიცირებული იქნა ებრაულ [[ბიბლია]]ში მოხსენიებულ ხეთებთან.
 
ხეთურ ადგილებში ნაპოვნ მრავალენოვან ტექსტებში ხეთურ ენაზე დაწერილ ტექსტებს წინ უძღვის ზმნიზედა ნესილი (ან ნასილი, ნისილი), ანუ "ნეშურ„ნეშურ“ (ქანეშურ)" ენაზე დაწერილი"დაწერილი“. ნეშა ანუ [[ქანეში]] იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც ხეთური იმპერიის შექმნამდე არსებობდა. ერთ შემთხვევაში წარწერა არის ქანისუმნილი, "[[ქანეშის ხალხი]]ს ენაზე"ენაზე“.
 
მიუხედავად იმისა, რომ ხეთების იმპერია შედგებოდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის ხალხისაგან, ხეთური ენა გამოიყენებოდა მათი საერო წერილობითი ტექსტების უმრავლესობაში. ამ ტერმინის მიზანშეწონილობის შესახებ არსებობს მრავალი საკამათო არგუმენტისა და კონტრარგუმენტი, მაგრამ მაინც "ხეთური"„ხეთური“ რჩება ყველაზე ხშირად ხმარებულ ტერმინად ამ მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ნესიტურის (ან ნეშურის) ხმარებას.
 
== გაშიფრვა ==
პირველი დასაბუთებული პრეტენზია ხეთური ენის კუთვნილების შესახებ გამოთქმული იყო იორგენ [[ალექსანდერ კნუდცონი]]ს (Jørgen Alexander Knudtzon, 1902 წ.) მიერ წიგნში, რომელიც ეძღვნებოდა ეგვიპტის [[ფარაონი]]ს მიერ ხეთების მმართველისათვის გაგზავნილ ორ წერილს. ეს წერილები იპოვნეს [[ელ-ამარნა]]ში, [[ეგვიპტე]]ში. კნუდცონი ამტკიცებდა, რომ ხეთური იყო ინდო-ევროპული ენა, უმეტესად, მორფოლოგიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა [[ბილინგვური ტექსტები]], მან მაინც შეძლო, რომ მოეცა ამ ორი წერილის ნაწილობრივი თარგმანი იმის წყალობით, რომ იმ პერიოდის დიპლომატიურ მიმოწერას გააჩნდა ჩამოყალიბებული ფორმულარული ხასიათი. მისი არგუმენტები არ იქნა საყოველთაოდ მიღებული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის მორფოლოგიური მსგავსებები, რომელიც მან ხეთურსა და ინდო-ევროპულს შორის შენიშნა, შეიძლება ინდო-ევროპულს გარეთაც იქნას ნაპოვნი, და ნაწილობრივ იმის გამო, რომ წერილების თარგმანი, სავსებით სამართლიანად, ჩათვლილი იყო გაურკვევლად.
[[ფაილი:B. Hrozný 1915.jpg|მინი|[[ბედრჟიხ ჰროზნი]], 1915 წელი]]
შემდეგში [[ჰუგო ვინკლერი|ჰუგო ვინკლერმა]] ბოღაზქოის თანამედროვე სოფელში აღმოაჩინა ფილების დიდი რაოდენობა, რომელიც შესრულებული იყო უკვე გაშიფრული აქადური ლურსმული დამწერლობით, მაგრამ უცნობ ენაზე. ბოღაზქოი კი იმყოფება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც იდგა [[ხათუსა]], ხეთების იმპერიის დედაქალაქი. ამ დიდი მასალის შესწავლის საფუძველზე [[ბედრჟიხ ჰროზნი]]მ (Bedřich Hrozný) მოახერხა ენის გაშიფრვა. მან წარმოადგინა თავისი არგუმენტები, რომ ეს ენა ინდო-ევროპულია, იმ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა [[1915]] წელს, რომელსაც მალე მოჰყვა ამ ენის [[გრამატიკა]]ც (Hrozný 1917 წ.). ჰროზნის არგუმენტაცია, რომ ხეთური ეკუთვნოდა ინდო-ევროპული ენების ოჯახს, სავსებით თანამედროვე სტილის იყო, მაგრამ მაინც ცუდად დასაბუთებული. იგი ყურადღებას ამახვილებდა მორფოლოგიის იდიოსინკრაზიული ასპექტების გამაოგნებელ მსგავსებებზე, რაც ძალიან არ ჰგავდა შემთხვევითს და ასევე ნაკლებსავარაუდო იყო მისი ნასესხებობა. ამ მსგავსებებს შორის იყო რ/ნ მონაცვლეობა (იხილეთ [[როტაციზმი]]) ზოგიერთი სახელების შტოებში და ვოკალური აბლაუტი. ორივე ეს მოვლენა ჩანდა წყლის აღმნიშვნელ არსებით სახელში "ვადარ"„ვადარ“, რომლის მხოლობითი სახელობითი იყო "ვადარ"„ვადარ“, ხოლო მხოლობითი ნათესაობითი _- "ვედენას"„ვედენას“. მან ასევე წარმოადგინა მთელი წყება რეგულარული ბგერითი შესაბამისობებისა. [[პირველი მსოფლიო ომი]]თ გამოწვეული მოკლე საწყისი დაყოვნების შემდეგ, ჰროზნის შიფრი, მისი დაწვრილებითი გრამატიკული ანალიზი და ხეთურის ინდო-ევროპულთან ნათესაობის დამამტკიცებელი საბუთები ძალიან ჩქარა გახდა საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული. მალე ამას დაემატა კიდევ უფრო ფართო დასაბუთება, წარმოდგენილი თანამედროვე სწავლულების მიერ, როგორიცაა ედგარ ჰ. სტურტევანტი, რომელმაც გამოსცა პირველი მეცნიერულად შედგენილი ხეთური გრამატიკა ქრესტომათიითა და [[ლექსიკონი]]თ. სტურტევანტის გრამატიკის [[1951]] წელს გადასინჯული გამოცემა ჯერ ისევ ავტორიტეტულია დღესაც.
 
== ლიტერატურა ==
ანონიმური მომხმარებელი