ეთიოპია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 52:
|სქოლიო =
}}
'''ეთიოპია''' ([[ეთიოპიური დამწერლობა|ეთიოპიურადეთიოპ.]]: ኢትዮጵያ, [[ორომო (ენა)|ორომოს ენა]] — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც '''აბისინია''' — [[ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები|ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო]] ([[ერიტრეა|ერიტრეის]] გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) [[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთ აფრიკაში]], [[სომალის ნახევარკუნძული|სომალის ნახევარკუნძულზე]]. მისი ოფიციალური სახელწოდებაა '''ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა''' ({{lang-am|የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ}}, [[ორომო (ენა)|ორომოს ენა]] — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 109 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით 2018 წლის მონაცემებით, ეთიოპია [[ნიგერია|ნიგერიის]] შემდეგ [[აფრიკა]]ში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,<ref>{{Cite web|url=https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?end=2018&locations=ET&start=1982|title=Population, total {{!}} Data|website=data.worldbank.org|access-date=23 September 2019}}</ref> ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია [[ადის-აბება]]. მას ესაზღვრებიან [[ერიტრეა]] [[ჩრდილოეთი]]დან, [[სუდანი]] და [[სამხრეთი სუდანი]] [[დასავლეთი]]დან, [[ჯიბუტი]] და [[სომალი]] [[აღმოსავლეთი]]დან და [[კენია]] [[სამხრეთი]]დან.
 
ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.
ხაზი 61:
 
== სახელწოდება ==
სახელწოდება მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან, რომელიც [[გეეზი|გეეზიდან]] ''{{Unicode|ʾĪtyōṗṗyā}}'' (ეთიოპიური) წარმოიშვა ({{lang-grc|Αἰθιοπία}} ან {{lang-grc|Αἰθίοψ}} 'ეთიოპი'„ეთიოპი“), რაც ნიშნავს „ადამიანს დამწვარი/გარუჯული (მზეზე) სახით“.<ref>Henry George Liddell, Robert Scott, ''A Greek-English Lexicon'' (s. v.); ''Αιθιοπηες'' ილიადა 1.423, properly, ''Burnt-face'', i.e. ''Ethiopian, negro''</ref> IV საუკუნის ზოგიერთ [[აქსუმის სამეფო|აქსუმურ]] წარწერებზე უკვე გამოიყენება ტერმინი — ეთიოპია.
 
ევროპულ კულტურაში, ეთიოპია დიდი ხნის განმავლობაში უპირატესად ცნობილი იყო, როგორც ''[[აბისინია]]'', ძველქართულად „აბაშეთი“<ref>{{ქსე|1|17||არა}}</ref>. ეს სემიტური წარმოშობის სახელწოდება, სათავეს იღებს არამიული ეპიგრაფიული ḤBŚT-სგან (ჰაბაშატი) და ნიშნავდა აქსუმის მეფის არააქსუმელ ქვეშევრდომებს, შემდგომში ასე (მათ შორის არაბულად) უპირატესად უწოდებდნენ ეთიოპიის [[სემიტები|სემიტურ]] მოსახლეობას ([[ამჰარები]], [[ტიგრები]], [[ტიგრინია (ხალხი)|ტიგრინიელები]]), რომლებსაც ისტორიულად ეკავათ წამყვანი პოზიციები ქვეყნის ელიტაში. არაბულად „ჰაბაშ“ ნიშნავს „შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს. ჩვენ დროში სახელწოდება, რომელიც სიტყვა აბისინიას ენათესავება, გამოიყენება თურქულ ({{lang-tr|Habeşistan}}) და არაბულ ენებში (''ალ-ჰაბაშ''). სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი სახელწოდება ჰაბაში გამოიყენებოდა [[ებრაული ენა|ივრითში]]. ევროპულ კულტურაში ტერმინი აბისინია 1945 წლის შემდეგ გამოვიდა ხმარებიდან.
ხაზი 474:
ეთიოპიაში ისლამი აღმოცენდა ამ რელიგიის დაარსებასთან ერთად 615 წელს, როდესაც მუსლიმების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა წინასწარმეტყველი [[მაჰმადი|მუჰამადი]]ს მოსწავლეებისაგან, თავს იცავდა დევნისაგან [[მექა]]ში. მოსწავლეები შემდგომში გადავიდნენ ეთიოპიაში, თანამედროვე ერიტრეის გავლით, რომელიც მაშინ ექვემდებარებოდა ქრისტიანი იმპერატორის — [[აშამა იბნ აბჯარი]]ს ხელისუფლებას.<ref name="Ofcansky"/> ამას გარდა, მაჰმადის მიმდევრების ყველაზე დიდი არაარაბი ეთნიკური ჯგუფი არსებობდა ეთიოპიაში.
 
ძველი [[ებრაელები]]ს მცირე ჯგუფი — ბეტა-ისრაელი, ცხოვრობს ეთიოპიის ჩრდილო-დასავლეთში, თუმცა მათი უმრავლესობა გადასახლდა [[ისრაელი|ისრაელში]] XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელის მთავრობამ ჩაატარა დამხმარე ოპერაციები: ოპერაცია «მოშე»„მოშე“ და ოპერაცია «სოლომონი»„სოლომონი“.<ref>{{cite web|url=https://www.jewishvirtuallibrary.org/jsource/Judaism/ejhist.html|title=The History of Ethiopian Jews|publisher=Jewishvirtuallibrary.org|accessdate=16 March 2009}}</ref><ref>Weil, Shalva (2011) [http://www.isn.ethz.ch/isn/Current-Affairs/ISN-Insights/Detail?ord538=grp1&ots591=eb06339b-2726-928e-0216-1b3f15392dd8&lng=en&id=129480&contextid734=129480&contextid735=129244&tabid=129244 "Operation Solomon 20 Years On"], International Relations and Security Network (ISN). isn.ethz.ch</ref>
 
2007 წლის მოსახლეობის აღწერის და საბინაო ფონდის მონაცემების თანახმად, ეთიოპიაში დაახლოებით 1 957 944 ადამიანი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია. 471 861 ადამიანი კი სხვა რელიგიების მორწმუნეა.<ref name=2007Census/>
ხაზი 871:
ეთიოპიაში მასმედიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია [[რადიო]] და [[ტელევიზია]], რომლებიც ეთიოპიის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ რჩება, ასევე კერძო [[გაზეთი|გაზეთები]] და [[ჟურნალი|ჟურნალები]]. ეთიოპიის სუვერენული სახელმწიფოს ხანგრძლივი 2000 წლიანი ისტორიის განმავლობაში მასმედია ახალი მოვლენაა.
 
10 რადიოსამაუწყებლო სადგურიდან, 8 AM დიაპაზონზე მაუწყებლობს და 2 [[მოკლე ტალღები|მოკლე ტალღებზე]], რომლებსაც აქვთ ლიცენზია ეთიოპიაში მუშაობისათვის. ეთიოპიის ძირითადი სამაუწყებლო სადგურებია: ეთიოპიის რადიო, რადიო ფანა<ref>[http://www.radiofana.com radiofana]</ref> (или "Факела") კერძო რადიოსადგურია, რადიო თავისუფალი ეთიოპიის პირველი ხმა და რადიო რევოლუციური ტიგრაის ხმა. ეთიოპიის ტელევიზიის ერთიანი, 24 საათიანი ტელემაუწყებლობის ქსელი და 3 რეგიონალური სადგური, კერძოდ: ადის TV, TV ორომია (ორი პირდაპირი სტუდია), და Dire TV. ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, რადიოგადაცემები მიმდინარეობს სხვადასხვა ენებზე.<ref name=cp/>
 
ბეჭვდითი ორგანოები, მოსახლეობის საკმაოდ მაღალი სიღარიბის და განათლების დაბალი დონის გამო, ასევე დედაქალაქის გარეთ მცირე რაოდენობით გავრცელების გამო, ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს. ჟურნალ-გაზეთების მცირე რაოდენობით გავრცელება გამოხატავს მრავალფეროვნების არასაკმარისობას ოფიციალურ პრესაში.<ref name=cp/> [[ეთიოპიის სამოქალაქო ომი]]ს დამთავრების შემდეგ ქვეყანაში გამოჩნდა კერძო ჟურნალ-გაზეთები, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეგულირებისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და კლებისა პრესის რაოდენობა მაინც იზრდება. მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, გაცილებით უფრო მდიდარმა ეთიოპიურმა დიასპორამ უცხოეთში ხელი შეუწყო თავისუფალი პრესის შემდგომ განვითარებას, ასევე ამას ეხმარება ბევრი ახალი ამბების სერვისების მრავალეროვნული საზოგადოება, როგორებიცაა [[ამჰარული ენა|ამჰარულენოვანი]] და [[ინგლისური ენა|ინგლისურენოვანი]].
ხაზი 891:
 
=== კალენდარი ===
'''ეთიოპიური კალენდარი''' ({{lang-am|የኢትዮጵያ ዘመን አቆጣጠር}} — ''{{Unicode|ye'Ītyōṗṗyā zemen āḳoṭaṭer}}'') — [[კალენდარი]], რომელიც გამოიყენება ეთიოპიაში, ასევე [[ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია|ეთიოპიის]] და [[ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესია|ერიტრეის]] ორთოდოქსალურ [[ეკლესია|ეკლესიებში]], [[ერიტრეის კათოლიკური ეკლესია|ერიტრეის კათოლიკურ ეკლესიაში]] და [[ერიტრეის ევანგელისტური ეკლესია|ერიტრეის ევანგელისტურ ეკლესიაში]]. ეს კალენდარი ეფუძნება უფრო ძველ, [[კოპტური კალენდარი|კოპტურ კალენდარს]], რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ძველი [[ძველეგვიპტური კალენდარი|ძველეგვიპტური კალენდრიდან]], მაგრამ აქვს მსგავსება [[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდართან]]: მასში ასევე გამოიყენება დამატებითი დღე ყოველ ოთხ წელიწადში. ეთიოპიურ კალენდარში წლის დასაწყისი უწევს 30 აგვისტოს იულიუსის კალენდრით, თუ შემდეგი წელი [[ნაკიანი წელიწადი|ნაკიანია]], ან 29 აგვისტოს, თუ შემდეგი წელი ჩვეულებრივია. კოპტური კალენდრის მსგავსად, ეთიოპიური კალენდარი მოიცავს 12 თვეს, თითოეული 30 დღის რაოდენობით, ასევე 5 ან 6 [[ეპაგომენი|ეპაგომენურ]] დღეს წლის ბოლოში, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყოფა 13მე-13 თვედ. ეპაგომენური დღეების რიცხვს განსაზღვრავს ჩვეულებრივი ან ნაკიანი წელი.
 
ეთიოპიურ კალენდარში წლების ათვლა იწყება ჩვენი წელთაღრიცხვის 8 წლის 29 აგვისტოდან იულიუსის კალენდრით. შედეგად, ახალ ათასწლეულში ეთიოპია შევიდა 2008 წლის 29 აგვისტოს იულიუსის კალენდრით (11 სექტემბერი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთიოპია“-დან