ახალი გვინეა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(შემოწმების მიზნით 1 წიგნის დამატება (20210118)) #IABot (v2.0.8) (GreenC bot)
 
კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 9 500 000 კაცი (2010).
 
ახალი გვინეა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი მოსახლეობის მრავალფეროვნებით. აქ მრავალი სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი ცხოვრობს. ისინი ძირითადად აბსოლუტურად განსხვავებულ ენებზე მეტყველებენ, რის გამოც ეს ადგილი მსოფლიოში ლინგვისტური თვალსაზრისით ყველაზე მრავალფეროვანია. აქედან 826 ენაზე მოსაუბრენი პაპუა-ახალ გვინეაში ცხოვრობენ, ხოლო 257 ენაზე მოსაუბრენი [[ირიან ჯაია]]ში (დასავლეთი პაპუა). ეს ენები თავისი ენათა ოჯახების მიხედვით მიეკუთვნება [[პაპუას ენები|პაპუას ენებს]] და [[ავსტრონეზიული ენები|ავსტრონეზიულ ენებს]]. <ref>[http://www.britannica.com/EBchecked/topic/373679/Melanesian-culture/276594/Traditional-Melanesia#ref991677 Encyclopædia Britannica Online]</ref>
 
აქ მცხოვრები [[პაპუასები]] არიან კუნძულის უძველესი მოსახლეობის შთამომავლები.
[[XVI საუკუნე]]ში პირველი ევროპელები, რომლებმაც დაამყარეს, კონტაქტი ახალ გვინეასთან, გახდნენ [[ესპანელები]] და [[პორტუგალიელები]]. [[1525]]-[[1527]] წლებში პორტუგალიელი [[ხორხე დე მენესესი]] ჩავიდა კუნძულის დასავლეთ ნაწილში.
 
[[1545]] წელს ესპანელი ნავიგატორი [[იუნიგო ორტის დე რეტესი]] თავისი გემით ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის სიახლოვეს დაცურავდა. ის მდინარე [[მამბერამო]]ს გავლით კუნძულზე დაეშვა, სწორედ ამ ნავიგატორმა უწოდა ახალ ტერიტორიას ''ნუევა გვინეა''. უკვე მოგვიანებით [[1606]] წლისათვის, ესპანელმა ნავიგატორმა [[ლუის ვაეს დე ტორესი|ლუის ვაზ დე ტორესმა]] მოახდინა, აღმოსავლეთ ტერიტორიის გამოკვლევა. მისი ექსპედიცია აგრეთვე მოეწყო [[ბასილაკის კუნძული|ბასილაკის კუნძულზე]]ც.<ref name="Torres"> Translation of Torres’ report to the king in Collingridge, G. (1895) ''Discovery of Australia'' p.229-237. Golden Press Edition 1983, Gradesville, NSW. ISBN 0 855589566 </ref>.
 
[[ფაილი:New Guinea (1884-1919).png|thumb|280px|left|ახალი გვინეა 1884-1919 წლებში. დასავლეთი ნაწილი [[ნიდერლანდები]]ს, ჩრდილო-აღმოსავლეთი [[გერმანია|გერმანიის]], ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთი]]ს.]]
[[1942]] წელს [[იაპონიის იმპერია|იაპონიამ]] მოახდინა ჰოლანდიური ახალი გვინეის და ავსტრალიური ტერიტორიის დაპყრობა. ავსტრალიის ტერიტორია რომელსაც სამხედრო ადმინისტრაცია მართავდა, ცნობილი იყო უბრალოდ ახალი გვინეის სახელით. კუნძულის სიახლოვეს მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართებოდა იაპონიასა და აშშ-ს შორის. საბოლოოდ მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, კუნძულიდან გაძევებული იქნა იაპონელები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში აღდგენილი იქნა ჰოლანდიელების მმართველობა. [[1949]] წლის დეკემბრიდან ამ მიწების კონტროლი ინდონეზიის ხელში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ აქ კვლავ აღდგენილი იქნა ჰოლანდიელების მმართველობა.
 
1950-იანი წლებიდან ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ დაიწყეს მოლაპარაკება ამ რეგიონის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე. დასავლეთ პაპუაში შეიქმნა სპეციალური ორგანო, შემუშავდა დასავლეთ პაპუის [[დასავლეთ პაპუის გერბი|გერბი]], დროშა, ჰიმნი და სახელმწიფოს სხვა ატრიბუტები. ამ ყველაფერმა ინდონეზიის გაღიზიანება გამოიწვია, მან დაიწყო მისი [[ინდონეზიის არმია|არმიის]] მობილიზება, ინდონეზიას ამავე პერიოდში სამხედრო დახმარება გაუწია საბჭოთა კავშირმა. ნიდერლანდელები მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ინდონეზიელებისთვის, დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები. [[1962]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] ნიდერლანდებმა ეს ტერიტორია სამართავად გადასცა [[გაერო]]ს. [[1963]] წლის 1 მაისს კუნძულის დასავლეთი ნაწილი გადავიდა ინდონეზიის კონტროლის ქვეშ, ინდონეზიელებმა ამ ტერიტორიას დასავლეთი ირიანი უწოდეს, ხოლო შემდგომ ირიან-ჯაია დაარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ კუნძულის დასავლეთ ნაწილში ინდონეზიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ეს ბრძოლა მარცხით დასრულდა, დაიღუპა მრავალი ადგილობრივი მოსახლე. <ref>{{Cite web |url=http://www.news.vu/en/news/RegionalNews/050728-West-Papua-Support.shtml |title=West Papua Support |accessdate=2010-11-06 |archiveurl=https://web.archive.org/web/20071013113134/http://news.vu/en/news/RegionalNews/050728-West-Papua-Support.shtml |archivedate=2007-10-13 }}</ref>
 
[[1971]] წლამდე აღმოსავლეთი ახალი გვინეა კვლავ ავსტრალიის კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ამა წლის [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] ჩამოყალიბდა ახალი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო [[პაპუა-ახალი გვინეა]].
ანონიმური მომხმარებელი