პაულო კოელიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 4:
დაიბადა [[რიო-დე-ჟანეირო]]ში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა [[1970]] წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ ამერიკაში]], შემდგომში კი ევროპასა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს [[სეინასი, რაულ|რაულ სეიხასთან]] ერთად.
 
მოგვიანებით [[ნიდერლანდები|ჰოლანდიაში]] ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს "ჟ"„ჟ“-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის "რამ"„რამ“- ის (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც "ჟ"„ჟ“ მისი მასწავლებელია.
 
ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს [[რიო-დე-ჟანეირო]]სა და [[ტარბი (ქალაქი)|ტარბში]] ([[საფრანგეთი]]).
ხაზი 10:
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Yehudi Menuhin.jpg|350px|thumb|left|მევიოლინე [[იეჰუდი მენუჰინი|ლორდი მენუჰინი]] და კოელიო ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, შვეიცარია, 1999 წ]]
დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული იყო ბრაზილიაში არა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო "ნორმალურ"„ნორმალურ“ სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.
 
[[1970]] წელს მომავალმა მწერალმა [[მექსიკა]]ში, [[პერუ]]ში, [[ბოლივია]]ში, [[ჩილე]]ში, ჩრდილოეთ [[აფრიკა]]სა და [[ევროპა]]ში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაულო_კოელიო“-დან