არჩილ II: განსხვავება გადახედვებს შორის

ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა ([[1663]]), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, ''შაჰნაზარ-ხანი'' უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს ([[1664]]).
 
ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, [[1667]] წელს ცოლად შეირთო [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ის]] შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი [[გრემი]]დან [[თელავი|თელავში]] გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს [[ერეკლე I|ერეკლე ბატონიშვილს]] (''ნაზარალი-ხანს'') აღუთქვა. არჩილ II-მ [[1675]] წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. [[1680]] წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა [[რუსეთი|რუსეთში]] და დახმარება ითხოვა, [[1682]]-881688 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1690-იან წლებში არჩილმა დახმარებისთვის მიმართა რომის პაპ [[1699ინოკენტი XII]]-ს.<ref>{{წიგნი|ავტორი=[[გურამ შარაძე|შარაძე, გ.]]|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293835 |სათაური=ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე|გვერდები= |ადგილი= თბილისი|წელი=1984 |გამომცემლობა=საბჭოთა საქართველო|გვერდები=436-437}}</ref> 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. [[პეტრე I|პეტრე I-მა]] გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე [[ალექსანდრე ბატონიშვილი (იმერეტინსკი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]]. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
 
==შემოქმედება==
არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „[[გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა]]“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.