რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[საქართველო]]ს და [[რუსეთი|რუსეთს]] შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა [[XV საუკუნე]]ში, კერძოდ [[1483]] წელს, როდესაც [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I]]-მა მოსკოვის მთავარს [[ივანე III (რუსეთი)|ივანე III]]-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. [[მოსკოვი]]ს მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.
 
ურთიერთობები აღდგა [[1550]]-ან წლებში, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანი]] გამოვიდა. მან ამჯერად, უკვე რუსეთის მეფე [[ივანე IV (რუსეთი)|ივანე IV]]-ს მიმართა დახმარების და [[მუსლიმები]]ს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით, რის საპასუხოთაც რუსეთის მეფემ გამოყო დამხმარე რაზმი 500 მეომრისაგან შემდგარი, რომელიც განთავსდა დაღესტანთან მოსაზღვრე ქართულ ციხე-სიმაგრეებში. მაგრამ შემდგომში, სპარსეთის შაჰის პროტესტის შედეგად, 1572 წელს ეს რაზმი გაყვანილი იქნა უკან რუსეთში<ref>ქართველები პეტერბურგში" რუსულ ენაზე.</ref> დიპლომატიურ ურთიერთობებამდე 1653 წ. შეიქმნა პირველი ქართული კოლონია მოსკოვში კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, ათი წლის ირაკლის (ნიკოლოზის) ჩამოსვლის შემდეგ, რომელსაც თან ჩამოყვა დედა და მრავალრიცხოვანი ამალა<ref>ვ. ტატიშვილი. ქართველები მოსკოვში, 1959, გვ. 105, 106, 193.</ref>). ეს სათვისტომო უფრო იზრდება 1684 წ. ემიგრაციის მეორე ტალღის შემდეგ - იმერეთის მეფის არჩილისა და მისი შვილების ალექსანდრე, მამუკა და დარეჯანის (დარია) ჩამოსვლის სემდეგ. მოგვიანებით არჩილი ბრუნდება საქართველოში, მაგრამ "ბასურმანებთან"„ბასურმანებთან“ დამარცხების შემდეგ, 1699 წ. სამუდამოდ სახლდება მოსკოვში 150 კაცის თანხლებით.
 
დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. [[1589]] წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა.
ხაზი 19:
იმის გამო, რომ რუსეთი არანაირ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს, მეფე-მთავრების მეორე ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან თავს იკავებდა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ქართლის მეფეები [[როსტომი]] და [[ვახტანგ V]], რომლებიც სპარსეთთან ვასალური ურთიერთობების დამყარებას ამჯობინებდნენ, რაც მათ ქართლის სამეფოსთვის ომების აცილების და მშვიდად განვითარების საშუალებას აძლევდა. სხვა მეფეები კი, მაგალითად ისეთები, როგორც [[გიორგი XI]] იყო, მართალია ეომებოდნენ სპარსეთს, მაგრამ რუსეთიდან დახმარების მიღების იდეა უტოპიად ეჩვენებოდათ და შესაბამისად არც მიმართავდნენ მოსკოვს დახმარების თხოვნით.
[[ფაილი:Vakhtang VI (European clothes).jpg|მინი|ქართლის მეფე ვახტანგ VI (1716-1724) წ.წ.]]
[[XVIII საუკუნე]]ში საქართველოს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გააქტიურდა დიპლომატიური ურთიერთობები, რაც გამოწვეული იყო რუსეთის შესამჩნევი გაძლიერებით, რამაც რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი უფრო გაუძლიერა საქართველოს სხვადასხვა მეფე-მთავრებს. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]], რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს [[საფრანგეთი]]ს იმედი უფრო ჰქონდა და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ, რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები, ამ დროს ვახტანგ VI გზავნის თავის სანდო პირს პეტერბურგში ბაადურ თურქესტანისვილს, რომლის სახელიც ხშირად მოიხსენიება პეტრე I-ის სპარსეთის ლაშქრობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბაადურ (ბორის) თურქესტანიშვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პეტრე I-ის ძმიშვილთან მეფისასულ ეკატერინე იოანეს ასულთან. ამავე მიზნით პეტერბურგში გაგზავილი იყვნენ ზურაბ ხერხეულიძე და გივი ამილახვარი. (წყარო პ. გ. ბუტკოვი "1772„1772-1803 წ.წ. კავკასიის ახალი ისტორიის მასალეებისათვის"მასალეებისათვის“, სპბ., 1869, I, გვ. 19. ჟურნალი" რუსული„რუსული სიძველეები"სიძველეები“, ტ. VIII, სპბ., 1873, გვ. 51) რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს, რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად. პეტრესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ძმები პეტრე და მოსე ამბერსაძეები, მოსკოვის არჩილის ემიგრაციის წევრები. (ვ. ტატიშვილი. ქართველები მოსკოვში, 1653-1722, თბ., 1959, გვ. 206.). პეტრე პირველმა საქართველოში თავის წარმომადგენლად ივანე ტოლსტოი გაგზავნა.
[[ფაილი:Peter der-Grosse 1838.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ]]
[[1722]] წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და [[განჯა]]ში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. [[პეტრე I]]-მა არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით [[1723]] წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა [[თბილისი]], იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. [[1724]] წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო. რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
ხაზი 25:
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო, ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან. თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ [[თეიმურაზ I]], [[ერეკლე II]] და [[სოლომონ I]] ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ. მანამდე მეფე ერეკლე მეორემ სცადა ევროპის ქვეყნებთან დაემყარებია ურთიერთობები, კერძოდ 1782 წ. მან მიმართა ავსტრიის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს, სარდინიის, ნეაპოლის და ვენეციის მმართველებს დახმარებისათვის, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. (ა. ა. ცაგარელი. XVIII საუკუნის ისტორიული საბუთები საქართველოს შესახებ, სპბ., 1891, ტ. I, გვ. 3, 4, 29.) სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა [[1768]] წელს, როდესაც [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო. ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშვნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო [[თურქეთი]]სთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.
[[ფაილი:Flag of Kingdom of Kartli-Kakheti.svg|მინი|ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.]]
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით. გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I-ს, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში. ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ. კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა, რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ, ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე„ბრწყინვალე პორტას"პორტას“ და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II-მ ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული„რუსული სულით და ქართული ხორცით"ხორცით“. ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II-სთვის და არც სოლომონ I-სთვის საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე. ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ, რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ჰქონდათ დაპყრობილი.
[[ფაილი:Lesser Coat of Arms of Russian Empire.svg|მინი|რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.]]
1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I-მა ალყა შემაორტყეს [[შორაპნის ციხე]]ს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და [[1770]] წელს [[ახალციხის საფაშო]]ში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა [[ასპინძა]]სთან 20 აპრილს<ref>ვ. სილოგავა, კ. შენგელია, საქართველოს ისტორია 2008, გვ. 200, 358</ref>, სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო, რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა. მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის, [[ცუცხვათი]]ს და [[ბაღდათი]]ს ციხეები. ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა [[ქუთაისი|ქუთაისს]]. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი, რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა [[ფოთი]]ს ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და [[1771]] წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I-ს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი, ხოლო მის ნაცვლად [[სუხოტინი]] გამოეგზავნა. თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ, 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.
ხაზი 65:
[[1801]] წლის [[18 იანვარი|18 იანვარს]] სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში გამოქვეყნდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (ანექსიის) შესახებ. მანიფესტი არ გამოცხადებულა თბილისში, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯერ აეღოს ხელისუფლება თბილისში, ჩამოეცილებინა სამეფოს მართვისგან [[დავით ბატონიშვილი|დავით XII]], რომელიც სამეფოს გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ([[28 დეკემბერი]]) მართავდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცხადებინა ქართლ-კახეთის მოსახლეობისთვის სამეფოს ანექსიის შესახებ. [[1801]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] უფლისწული დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას, მოგვიანებით კი დააკავეს და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს. ქართლ-კახეთის დროებით მმართველად დავითის ნაცვლად გენერალი ლაზარევი გამოცხადდა.
 
დავითის ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე თორმეტი დღით ადრე შეთქმულებას ემსხვერპლა იმპერატორი პავლე I. ქართლ-კახეთის სამეფოს საბოლოო ანექსიის საკითხის "მოგვარებას"„მოგვარებას“ პავლეს მემკვიდრე იმპერატორი [[ალექსანდრე I]] შეუდგა. ახალმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება "საქართველოს„საქართველოს მართვის შესახებ"შესახებ“, სადაც ჩამოაყალიბა იმპერიის მთავარი მიზნები [[საქართველო]]ში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ ეს მიზნები იყო: რუსეთის თვითმპყრობლობის განმტკიცება საქართველოში, ასევე საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება, გადასახადების შეგროვება, მართლწესრიგის დაცვა და სამხრეთ კავკასიის სხვა სამეფოების და სამთავროების დაპყრობა. ამავდროულად ალექსანდრე I-მა გადაწყვიტა გაეთამაშებინა პოლიტიკური ფარსი და ქართლ-კახეთის ანექსიის გასამართლებლად შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა შეეძლო თუ არა სამეფოს დამოუკიდებლად არსებობა, რა თქმა უნდა კომისიამ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, როგორიც იმპერიისთვის იყო ხელსაყრელი, დაასკვნა რომ ქართლ-კახეთს აღარ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და აუცილებელი იყო მისი იმპერიის შემადგენლობაში შეყვანა.
 
[[1801]] წლის [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის (ანექსიის) შესახებ, რითაც მან გაიმეორა მისი წინამორბედის მსგავსი მანიფესტი. ქართლ-კახეთის საელჩომ გამოაცხადა პროტესტი და გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას, ანექსია გააპროტესტეს ასევე [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]], თუმცა ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია. [[1802]] წლის [[12 აპრილი|12 აპრილს]] გენერალმა [[კარლ კნორინგი|კარლ კნორინგმა]] [[სიონის ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] ალყა შემოარტყა ქართლ-კახეთის თავადებს და საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთების (ანექსიის) შესახებ. შემდეგ თავადებს რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცის დადება აიძულა. თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა, ხოლო დანარჩენები იძულებული გახდნენ ფიცი დაედოთ, ვინც უარი განაცხადა, დააპატიმრეს. [[ქართველები|ქართველების უმრავლესობა]] არ აპირებდა შერიგებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და მომავალი აჯანყებებისთვის მზადება დაიწყეს.
ხაზი 72:
{{მთავარი|საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში}}
[[ფაილი:RusPortraits v5-073 Charles Feodorowitch Knorring, 1746-1820.jpg|მინი|კარლ ფიოდორის ძე კნორრინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.]]
[[1802]] წლის მაისში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა "[[საქართველოს სამმართველო|„საქართველოს სამმართველომ“]]მ", [[საქართველო]]ს მმართველის თანამდებობაზე [[კარლ კნორინგი]] დაინიშნა, რომელსაც [[მთავარმმართველი|მთავარსარდალი]] ეწოდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად: [[გორი]]ს, [[დუშეთი]]ს, [[ლორე|ლორის]], [[თელავი]]ს და [[სიღნაღი]]ს უეზდებად (რეგიონებად), უეზდების მმართველებად რუსი მოხელეები დაინიშნენ, რომლებსაც "კაპიტან„კაპიტან-ისპრავნიკები"ისპრავნიკები“ ეწოდათ. ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები, რომლებსაც "კომენდანტები"„კომენდანტები“ ეწოდათ, დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი და სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს. საქართველოში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პირველი, რაც [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ გააკეთა, იყო [[ბაგრატიონები]]ს სამეფო ოჯახის დევნის დაწყება, კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში გადასახლება, ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში. მიზეზი მმართველი დინასტიის სასტიკი დევნისა იყო ის, რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას და ანექსიას, ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად, თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში, რადგან ქართველი [[ერი]] არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს კარგად იცოდნენ სანქტ-პეტერბურგში ამიტომ, საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს ჩინოვნიკებს, უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება, ხოლო რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა. გასახლება დაიწყო [[1801]] წელს, თავდაპირველად გაასახლეს [[გიორგი XII]] შვილები, უფლისწულები: [[ბაგრატი]], [[დავითი]], [[იოანე]] და [[მიხეილი]]. უფლისწულების ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, ამასობაში [[1803]] წელს გაასახლეს [[ერეკლე II]]-ს მეუღლე დედოფალი [[დარეჯანი]], იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII-ს მეუღლე დედოფალი [[მარიამი]], რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე, რადგან დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა თბილისი, [[გენერალი]] [[ლაზარევი]] შეიჭრა სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა, რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა. მომდევნო, [[1804]] წელს უკვე უფლისწულები [[იულონი]] და [[ფარნაოზი]] დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი, გასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც თავი სპარსეთს, ოსმალეთს ან [[ჩრდილოეთ კავკასია]]ს შეაფარეს, საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების, პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია, რომლებიც ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ. თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ [[აღმოსავლეთ საქართველო]]ს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით, რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად დაეპყრო საქართველო, ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს [[დასავლეთ საქართველო]]ს დასაპყრობად.
 
=== იმერეთის ანექსია ===
ხაზი 78:
[[იმერეთი]]ს [[მეფე]] [[სოლომონ II]], განსხვავებით [[ქართლ-კახეთი]]ს მეფეებისგან, სკეპტიკურად იყო განწყობილი [[რუსეთი]]ს მიმართ, განსაკუთრებით ანტირუსული პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფოს [[ანექსია]] მოახდინეს, [[სოლომონ II]] ღიად ეხმარებოდა ქართლ-კახეთიდან გამოქცეულ უფლისწულებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. [[იმერეთი]]ს საზღვართან მობილიზიებული იყვნენ რუსეთის არმიის ნაწილები. [[სოლომონ II]] და [[რუსეთი]]ს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშკარად მტრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. [[XIX]] საუკუნის დასაწყისში მეფე [[სოლომონ II]] აქტიურად იბრძოდა მთელი დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად, იგი ეომებოდა [[სამეგრელო]]ს მთავარ [[გრიგოლ დადიანი|გრიგოლ დადიანს]] და მხარს უჭერდა გრიგოლის ძმებს მანუჩარს და ტარიელს სამეგრელოს მთავრობისთვის ბრძოლაში, გრიგოლი რამდენიმეჯერ დამარცხდა სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლაში და მთავრობის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ მან დახმარების თხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და [[1803]] წელს რუსეთის ქვეშევრდომი გახდა, ამან მას მთავრის ტიტული შეუნარჩუნა, ხოლო სოლომონს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესა, რადგან იმერეთის საზღვართან რუსები ახლა უკვე ორი მხრიდან იყვნენ მობილიზებული, რამაც მათ გაუმარტივა მომავალში იმერეთის დაპყრობის პერსპექტივა და ასევე უფრო აგრესიული გახადა [[რუსეთი]] [[იმერეთი]]ს მიმართ.
 
რუსეთის აგრესიულობის გამო [[სოლომონ II]] იძულებული გახდა დათანხმებულიყო მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის ხელისუფლებასთან. [[1804]] წელს სოფელ ელაზნაურში შეხვდნენ [[სოლომონ II]] და გენერალი [[პავლე ციციანოვი]], [[საქართველო]]ს მთავარსარდალი. მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო რუსების აგრესიულობის გამო. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ რუსეთის არმიის ნაწილები შეიჭრნენ იმერეთში და მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყეს, შექმნილი მდგომარეობის გამო [[სოლომონ II]] იძულებული გახდა გაეფორმებინა რუსეთთან "[[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის„ელაზნაურის ტრაქტატიტრაქტატი“]]". ტრაქტატის პირობების მიხედვით: [[სოლომონ II]]-ს და მის შთამომავლებს სამუდამოდ უნარჩუნდებოდათ იმერეთის მეფობა, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება უნარჩუნდებოდა [[სოლომონ II]]-ს, სამართალწარმოება განხორციელდებოდა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იმერეთში განლაგდებოდნენ რუსეთის არმიის ნაწილები, რომლების დაბინავება და კვება იმერეთის მეფეს უნდა აეღო საკუთარ თავზე. ამ ტრაქტატმა ჩამოართვა სოლომონ II-ს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალება, მაგრამ შეუნარჩუნა მეფობა და საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა.
 
იმის მიუხედავად, რომ იმერეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატში შევიდა, იმპერიის აგრესია ამ პატარა სამეფოს მიმართ არ განელებულა და უკვე ტრაქტატის დადებიდან ხუთი წლის შემდეგ რუსეთმა ნაცად ხერხს მიმართა, დაარღვია [[ელაზნაური]]ს ტრაქტატი და [[იმერეთის სამეფო]]ს გაუქმება განიზრახა. [[1809]] წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში და დედაქალაქი [[ქუთაისი]] დაიკავეს. [[სოლომონ II]]-მ დატოვა [[ქუთაისი]] და [[ვარციხე]]ში გამაგრდა, სადაც მტერთან ომისთვის მზადება დაიწყო. [[1810]] წელს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი [[ტორმასოვი]] ქუთაისში ჩავიდა და სამეფოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა. თუმცა იმერეთში არავინ, არც მეფე, არც თავადაზნაურები, არც სამღვდელოება და არც გლეხები არ შეეგუენ დამოუკიდებლობის დაკარგვას და დაიწყეს ბრძოლა მომხდურის წინააღმდეგ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების ცენტრი ვარციხე იყო, სადაც მეფე სოლომონი იყო გამაგრებული და საითკენაც [[რუსები]] ბრძოლით მიიწევდნენ. საბოლოოდ ერთთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დაამარცხეს იმერეთის მეფე, ხოლო შემდეგ მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში, კერძო ბინაში გამოკეტეს.
ხაზი 127:
=== საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811) ===
[[ფაილი:Patriarch Antonius II of Georgia.jpg|მინი|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (1788-1811) წ.წ.]]
საუკუნეების განმავლობაში რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა [[საქართველოს ისტორია]]ში, [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია]] ბუნებრივად იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთ-ერთი უმთავრესი ფლაგმანი, აქედან გამომდინარე იმპერიას სურდა ეს დაბრკოლება საქართველოს სრული ანექსია-ასიმილაციის პროცესში მოეშორებინა. დამპყრობლებისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ანტონ II]], [[ერეკლე II]]-ის ძე იყო და თავადაც სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდა, ამდენად თანაუგრძნობდა თავის ძმებს და ძმისშვილებს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამიტომ იმპერიამ გადაწყვიტა გაეუქმებინა საქართველოს ავტოკეფალია, [[1811]] წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაიწვია საქართველოდან [[ანტონ II]] (რომელსაც საქართველო იძულებით დაატოვებინეს), ხოლო ავტოკეფალია გაუქმებულად გამოაცხადა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, მსგავსი რამ ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებსაც კი არ ჩაუდენიათ. [[1814]] წელს კი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოც გაუქმდა, რომელსაც [[1788]] წლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია და ფორმალურად [[მცხეთა|მცხეთის]] საკათალიკოსოს უზენაესობას აღიარებდა (რადგან [[XV საუკუნე]]ში არაკანონიკურად გამოეყო მას, რითაც საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დაირღვა).
 
გაუქმებული ავტოკეფალიის ნაცვლად შეიქმნა [[საქართველოს საეგზარქოსო]], რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა, პირველ ეგზარქოსად დაინიშნა [[ვარლამ ერისთავი]], იგი იყო ერთადერთი ეროვნებით ქართველი [[ეგზარქოსი]], მას შემდეგ ყველა ეგზარქოსი იყო ეროვნებით რუსი და ატარებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას სასულიერო სფეროში. რადგან ავტოკეფალია გაუქმდა, საკათალიკოსოს კუთვნილი ყველა მატერიალური თუ არამატერიალური ქონება რუსეთის სინოდის ხელში გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად აზარალა ქართველი სასულიერო პირები, რადგან ისინი სრულად დამოკიდებული გახდნენ რუსეთის სინოდზე. ეგზარქოსები ყველანაერად ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ქართველი სასულიერო პირები, გადაეყვანათ წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე (რაც თავისთავად იწვევდა ქართველი ღვთისმსახურების რუსებით ჩანაცვლებას, რადგან მათმა უმრავლესობამ რუსული არ იცოდა). ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა საკათალიკოსო აზნაურების და გლეხების მდგომარეობა, ისინი ახლა მათთვის უცხო რუსეთის სინოდის წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ, რუსეთის სინოდისვე გადაწყვეტილებით განადგურდა მრავალი უნიკალური ქართული ხელნაწერი, ხოლო ძვირადღირებული ქონება, რომელიც საქართველოს საკათალიკოსოს გააჩნდა რუსეთში გაიტანეს. [[1811]] წლიდან [[1917]] წლამდე რუსი ეგზარქოსები იყვნენ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის ავანგარდში და ყოველნაირად აცლიდნენ სულიერ ნიადაგს [[ქართველები|ქართველ ერს]].