ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქის წარმოშობა გამოწვეული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, ქალაქის ადგილმდებარეობით, მიგრაციისა და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან (დიდი აბრეშუმის გზა); ასევე ბუნებრივი აირითა და ენერგეტიკული სიმდიდრით<ref name=":0">[http://www.window2baku.com/001history_1.htm '''''История города Баку. Часть 1.''''']</ref>.
 
შუა საუკუნეებიდან ბაქო შირვანის ისტორიულ ტერიტორიაზე იყო. მე-9IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბაქო [[შირვანშაჰი|შირვანშაჰთა]] სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მოსახლეობა  ვაჭრობით, თევზაობით, მებაღეობითა და ნავთობპროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. მეთერთმეტე საუკუნემდე, თურქიზაციამდე, ბაქოს მოსახლეობამ განაგრძო მკვიდრი ხალხების ენაზე საუბარი, რომელიც არაბულ ავტორთა მიერ ნახსენებია, როგორც [[არანი|არანის]] მკვიდრი ენა<ref>[http://www.iranicaonline.org/articles/baku-pers BAKU - Encyclopædia Iranica]</ref>.
 
[[1191]] წელს შირვანშაჰ [[ახსითან I|ახისთან I-]]<nowiki/>მა სახელმწიფოს დედაქალაქი დროებით შამახიდან ბაქოში გადაიტანა. მე-12XII საუკუნეში ბაქო ციხე-კედლით იყო გარშემორტყმული. ქალწულის კოშკი ასევე შევიდა ქალაქის თავდაცვის სისტემაში.
 
[[XIII საუკუნე|XIII]] საუკუნეში მონღოლების შემოჭრის დროს ქალაქი დაეცა. მაგრამ უკვე მომდევნო საუკუნეში ბაქოს ეკონომიკური ცხოვრება კვლავ აღდგა. შირვანშაჰ ხალილ-ულას (1417-1462) მმართველობის დროს ბაქოში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. [[XV საუკუნე|XV]] საუკუნეში შეიქმნა [[შირვანშაჰების სასახლე|შირვანშაჰთა სასახლის]] კომპლექსი. XV საუკუნის არაბი გეოგრაფი, აბდ ალ რაშიდუ ბაქუვი, ასევე აღწერს ბაქოს. გეოგრაფი საუბრობს ქალაქში მდებარე ორ ციხეზე. ერთ-ერთი მათგანი მონღოლებმა ვერ აიღეს. ასევე აღწერს, რომ ქალაქის მიდამოები ცარიელია, საკვები შირვანიდან ჩამოჰქონდათ, ქალაქში შემოტანილი ნივთები კი აბრეშუმი, მარილი და ზეთი იყო<ref name=":1">В. В. Бартольд. Часть 1 // Сочинения. — Москва: Восточная литература, 1963. — Т. 1. — С. 721.</ref>.
 
ბაქოში შემორჩენილია მე-11XI საუკუნეში აშენებული [[მუჰამედის მეჩეთი]] და მე-14XIV საუკუნის რამდენიმე მეჩეთი<ref name=":1" />.
 
[[1501]] წელს, [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ ხათაიმ]] დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა სახელმწიფოს]] ნაწილი გახდა. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] არმიამ დაიპყრო ბაქო. [[1607]] წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით<ref name=":0" />.
[[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეში ბაქოში იყო დიდი სომხური თემი. სომხები მთელ ქუჩებში დასახლდნენ და აქტიურ ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები<ref>Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.</ref>. ბაქომ, როგორც სავაჭრო ცენტრმა, დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ყურადღების მიზიდვა. [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-მა სამხრეთ კავკასიაში ექსპედიცია გაგზავნა. [[1723]] წლის [[26 ივლისი|26 ივლისს]] რუსულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, მაგრამ შემდგომ [[განჯის ტრაქტატი|განჯის ტრაქტატის]] მიხედვით [[1735]] წელს დატოვეს.
 
მე-18XVIII საუკუნეში შეიქმნა [[ბაქოს სახანო]]. [[1796]] წელს ბაქო კვლავ რუსებმა დაიპყრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა პავლე პირველმა ჯარები გაიყვანა. [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნის შუა წლიდან ბაქო კავკასიის ერთ-ერთი სამრეწველო და კულტურული ცენტრი გახდა. ბაქოში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო. გაიხსნა როთშილდის, ძმები ნობელებისა და სხვა ბიზნესმენების ოფისები. ნავთობის მრეწველობის გარდა, განვითარდა ქსოვა, მექანიკური ქარხნები, თამბაქოს ქარხნები, საწარმოები და ა.შ. [[1878]] წელს ქალაქ ბაქოს სათათბირო გაიხსნა. [[1883]] წლის [[8 მაისი|8 მაისს]] ამუშავდა ბაქო-თბილისის რკინიგზა. ქალაქში აყვავდა კულტურული ცხოვრება. გაიხსნა თეატრები, აშენდა ოპერის სახლის შენობა. ბაქო ცნობილი გახდა, როგორც „კავკასიის პარიზი“<ref>[http://www.bcetyt.ru/travel/cities/nussimbaum.html Лев Нуссимбаум - Эссад Бей - Курбан Саид. История загадки]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>.
 
საბჭოთა ეპოქაში ბაქო გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ადმინისტრაციული, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი.
[[1988]] წლამდე ბაქოში დიდი რუსული, სომხური და ებრაული მოსახლეობა იყო, რამაც ხელი შეუწყო კულტურული მრავალფეროვნებისა და ბაქოს ისტორიის სხვადასხვა გზით განვითარებას.
 
[[2009]] წლის დასაწყისში ბაქოს მოსახლეობა 2.046 მლნ 046 ათასი ადამიანი იყო. 2009 წლის [[13 აპრილი|13 აპრილის]] მდგომარეობით, 2.246 მლნ 246 ათასი ადამიანი ცხოვრობდა ბაქოში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, დევნილებთან და დროებით მაცხოვრებლებთან ერთად<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/2009/0383/panorm01.php#1 '''Численность населения Азербайджана''']</ref>.
 
2009 წელს ბაქოში ცხოვრობდნენ [[აზერბაიჯანელები]] (90.3%), [[რუსები]] (5.3%), [[უკრაინელები]], [[ქურთები]], [[ლეკები]] და დაღესტანელი სხვა ხალხები, [[ებრაელები]], [[ქართველები]], [[თურქები]]<ref>{{Cite web |url=http://www.migrocenter.ru/ |title=Центр Миграционных Исследований |accessdate=2018-09-03 |archiveurl=https://web.archive.org/web/20180831012503/http://www.migrocenter.ru/ |archivedate=2018-08-31 }}</ref>.
|-
|1851<ref>''Kavkazskii Kalendar 1852 g., pp. 305–307''</ref>
|5000 -ზე მეტი
|
|
 
== ეკონომიკა ==
{{მთავარი|ბაქოს ეკონომიკა}}ბაქოს უმსხვილესი ინდუსტრია ნავთობია. ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. ნავთობის არსებობა ცნობილია მე-8VIII საუკუნიდან. მე-15XV საუკუნეში, ნავთობს იღებდნენ ხელით გათხრილი ზედაპირიდან. ნავთობის კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო [[1872]] წელს და მე -20XX საუკუნის დასაწყისში ბაქოს ნავთობის სფეროები მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო<ref>[http://www.azer.com/aiweb/categories/magazine/22_folder/22_articles/22_historyofoil.html The History of Oil in Azerbaijan]</ref>. მე-20XX საუკუნის დასასრულს ნავთობის მოპოვების უმეტესი ნაწილი ამოწურული იყო და საბურღი ზღვაში გადავიდა. მე-19XIX საუკუნის ბოლოს, ბაქოში გამოცდილი მუშაკები და სპეციალისტები ჩავიდნენ. [[1900]] წლისთვის ქალაქს 3000-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი ჰქონდა, საიდანაც 2,000 ნავთობპროდუქტების წარმოება იყო<ref>[http://news.bbc.co.uk/hi/russian/business/newsid_4649000/4649873.stm Азербайджан: сто лет надежд]</ref>.
 
ამჟამად ბაქოს ნავთობის ეკონომიკა აღორძინებას განაგრძობს ისეთი პროექტების განვითარებითა და გაფართოებით, როგორიცაა [[აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი]], [[შაჰ-დენიზი]], [[სანგაჩალის ტერმინალი]] და [[ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი]].
ბაქო ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჭადრაკის ცენტრია. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო ტურნირები, როგორიცაა ჭადრაკის გრან პრი, პრეზიდენტის თასი, Baku Open<ref>[http://www.today.az/news/sports/72148.html Chess players from 11 countries to join "Baku Open 2010"]-'''''today.az'''''</ref>.
 
თამაშბის სამასპინძლოდ აშენდა პირველი კლასის სპორტული ობიექტები, მათ შორის [[ჰეიდარ ალიევის სპორტული და საკონცერტო კომპლექსი]], რომელიც ბევრ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. კომპლექსმა უმასპინძლა FIFA U-17 ქალთა მსოფლიო თასს, 2007 და 2009 წლებში მსოფლიოს რიტმული ტანვარჯიშის ჩემპიონატს, 2007 წელს ფილას ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს და 2010 წელს ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატს, 2011 წელს მსოფლიო კრივის სამოყვარულო ჩემპიონატს, 2009 წელს ქალთა გამოწვევის თასს და 2007 წელს ევროპის ტაეკვონდოს ჩემპიონატს<ref>[https://www.azerisport.com/volleyball/20100303120451115.html Добро пожаловать в бакинский ад!]</ref>. 2011 წლიდან ქალაქში ყოველწლიურად ტარდება WTA- ს ჩოგბურთის ტურნირი - Baku Cup<ref>[http://tennisportal.ru/event/372 Baku Cup (Кубок Баку по теннису)]</ref>.
 
ქალაქში უდიდესი სპორტული ცენტრია [[ბაქოს ოლიმპიური სტადიონი]], რომელიც 68,700 ადამიანს იტევს. სტადიონის მშენებლობა დასრულდა [[2015]] წელს. ქალაქის სამი ძირითადი საფეხბურთო კლუბები არიან [[ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)|ნეფთჩი ბაქო]], [[ინტერი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)|ინტერი ბაქო]] და [[ყარაბაღი (საფეხბურთო კლუბი)|ყარაბაღი]].
=== დამეგობრებული ქალაქები ===
 
* {{დროშანიშანი|იორდანია}} [[ამანი]], [[იორდანია]]
* {{დროშანიშანი|ერაყი}} [[ბასრა]], [[ერაყი]]
* {{დროშანიშანი|საფრანგეთი}} [[ბორდო]], [[საფრანგეთი]]
* {{დროშანიშანი|ვიეტნამი}} [[ვუნგტაუ]], [[ვიეტნამი]]
* {{დროშანიშანი|აშშ}} [[ვაშინგტონი]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]
* {{დროშანიშანი|აშშ}} [[ჰონოლულუ]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]
* {{დროშანიშანი|სენეგალი}} [[დაკარი]], [[სენეგალი]]
* {{დროშანიშანი|საუდის არაბეთი}} [[ჯიდა]], [[საუდის არაბეთი]]
* {{დროშანიშანი|თურქეთი}} [[იზმირი]], [[თურქეთი]]
* {{დროშანიშანი|უკრაინა}} [[კიევი]], [[უკრაინა]]
* {{დროშანიშანი|დიდი ბრიტანეთი}} [[ლონდონი]], [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთი]]
* {{დროშანიშანი|გერმანია}} [[მაინცი]], [[გერმანია]]
* {{დროშანიშანი|იტალია}} [[ნეაპოლი]], [[იტალია]]
 
* {{დროშანიშანი|საქართველო}} [[თბილისი]], [[საქართველო]]
* {{დროშანიშანი|შოტლანდია}} [[აბერდინი]], [[შოტლანდია]]
* {{დროშანიშანი|ბელარუსი}} [[მინსკი]], [[ბელარუსი]]
* {{დროშანიშანი|ნორვეგია}} [[სტავანგერი]], [[ნორვეგია]]<ref name=":2" />
ანონიმური მომხმარებელი