ქართულ-ოსური კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 10:
'''[[1989]]''' წლის 29 იანვარს ქართველების ეროვნულ მობილიზაციას ოსებმა სახალხო ფრონტის „[[ადამონ ნიხასი]]ს“ შექმნით უპასუხეს. მხარეებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა „ადამონ ნიხასის“ ლიდერის ალან ჩოჩიევის წერილის გამოქვეყნების შემდგომ, სადაც იგი ითხოვდა სამხრეთ ოსეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან და გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, მაშინ როდესაც ქართული მხარის მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის სახელწოდებისა და ავტონომიის გაუქმება წარმოადგენდა.
 
დაპირისპირების ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად იქცა ქართულ საზოგადებაში მიმდინარე დებატები ქართული ენის საკანონმდებლო სტატუსის თაობაზე. 1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. ქართული ენა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. „ადამონ ნიხასმა“ აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნია დისკრიმინაციულად და ანტი-დემოკრატიულად, იმის გთვალისწინებითგათვალისწინებით რომ ოსური მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდა ქართული ენა. რეგიონში დაიწყო სახალხო დემონსტრაციები და გაფიცვები.
 
14 სექტემბერს, სოფელ ერედვში ქართული მოსახლეობის ინიციატივით ჩატარდა მიტინგი, რომელსაც დაესწრო ქართლის თითქმის ყველა რაიონიდან წარმოგზავნილი დელეგაციები. მომიტინგეებმა პროტესტი გამოთქვეს ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამოთქვეს თავისი მოსაზრებები „ადამონ ნიხასის“ მიერ ერთაშორისი შუღლის ჩამოგდების მცდელობისა და ოს მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილების გაღვივების შესახებ. აღნიშნულმა მიტინგმა ადამონ ნიხასის მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია. ასევე გულისწყრომით გამოხატავდა თავის აზრს შ/ს რაიონული განყოფილების პირველადი პარტორგნიზაციის მდივანი, მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა გ. გაგლოევმა, რომელმაც შეადგინა ერედვის მიტინგის თავისებური სტენოგრამა<ref name="სამაჩაბლო">[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185690/1/Samachablo_1989_N1.pdf „სამაჩაბლო“, N1, ოქტომბერი 1989]</ref>.