სოციოლინგვისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
დახვეწილი კოდის შესახებ ბერნშტეინი აცხადებდა, რომ ამ ტიპის მეტყვეებას საშუალო და შედარებით მაღალი კლასები იყენებენ განათლების მიღებისა და პროფესიული კარიერის განვთარების მიზნით. ამ სოციალური ჯგუფის შიგნით საზღვრები არ არის ძლიერად გამოკვეთილი, რაგან მისი წევრები თავიანთ სოციალურ იდენტობას ინდივიდუალური განწყობისა და ტემპერამენტის საფუძვეზე ამტკიცებენ. არ არის მკაცრი დაყოფა სქესისა და ასაკის მიხედვით მოვალეობებს შორის, წევრები სოციალური განათლების მიხედვით ირჩევენ და ასრულებენ თავიანთ როლს. სოლიდარობის ნაკლებობის გამო დახვეწილი მეტყველება ექსპლიციტურობისათვის მოითხოვს ინდივდუალურ ყურადღებას. მუშა კლასისგან განსხვავებით ამ ტიპის მეტყველებაში აქცენტი გაკეთებულია "მე"-ზე.
 
==ასაკთან დაკავშიებულიდაკავშირებული განსხვავებები==
 
ასაკთან დაკავშირებული ვარიაციების რამდენიმე განსხვავებული ტიპი არსებობს. ესენია: კონკრეტული ქვეჯგუფის მეტყველება, რომელსაც ახასიათებს სპეციფიური ასაკობრივი ვარიაცია და პროგრესული ლინგვისტური ცვლილების ნიშნები.
 
ქვეჯგუფის მეტყველების ერთერთი მაგალითია ქუჩის ახალგაზრდების მეტყველება. ქუჩის ახაგაზრდები არა მხოლოდ უხვევენ "ნორმისგან", არამედ თავიანთი საკუთარი მეტყველებაც გააჩნიათ. ყოველივე ამის მიზანია:
 
1. თავიანთი კულტურული იდენტობის გაძლიერების სურვილი;
 
2. ერთმანეთისგან იდენტიფიცირება;
 
3. სხვების გამორიცხვა ჯგუფიდან;
 
4. გარშემომყოფებში შიშისა თუ აღტაცების გამოწვევა.
 
ვიწრო გაგებით ეს არ არის მხოლოდ ასაკობრივი მეტყველება, რადგან მას არ იყენებს ამავე ასაკის ყველა წარმომადგენელი.
 
ასაკობრივი ვარიაცია არის სტაბილური ვარიაცია, რომელიც ასაკის მიხედვით იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ასაკის მოსაუბრენი სპეციფიურ ენობრივ ფორმას იყენებენ რამდენიმე თაობაში, რაც შედარებით იშვიათია.
 
 
==სქესთან დაკავშირებული განსხვავებები==
==ბიბლიოგრაფია==