ჭყონდიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ჭყონდიდი''' ([[მეგრული ენა|მეგრულად]] „დიდი მუხა“) — წარმართული სალოცავი [[ხის კულტი|ხე-კერპი]] ძველ [[საქართველო|საქართველოში]], „ხე-მცენარეთა თაყვანისცემის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ძველ საქართველოში“.<ref>[[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]]</ref>, აღმართული იმ ადგილას, სადაც [[მარტვილი|მარტვილის]] ეკლესიის [[სატრაპეზო]] აშენდა მას შემდეგ, რაც ეს [[მუხა]] „ამოჰკვეთა [[ანდრია მოციქული|ანდრია მოციქულმა]], ოდეს [[მეგრელები|მეგრელნი]] მოაქცია“.<ref>[[ექვთიმე თაყაიშვილი]], ძველი საქართველო, III, 39.</ref> [[ტაძარი|ტაძარში]] ჩაყოლებული წარმართული საკერპო ტაძრის ქვები და [[ქანდაკება|ქანდაკებანი]] [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] სარიტუალო დანიშნულების [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] მონაპოვარია. ჭყონდიდის მუხას მთელი [[ეგრისი]] სცემდა თაყვანს. მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა დედისერთა ყრმის მსხვერპლად შეწირვის ცერემონიალი - [[მზე|მზისა]] და [[მთვარე|მთვარის]] კეთილი ნებით, თუთაშხას ([[ორშაბათი|ორშაბათს]], მთვარის დღეს). თათბირზე უხუცესნი ყრმას შეარჩევდნენ და ბჟას დღას ([[მეგრული ენა|მეგრ]]. მზის დღეს, კვირას, [[სვანური ენა|სვან]]. მიძმიჟ-ლადეღ) საზეიმო ვითარებაში ეტლით მიყვანილ ყრმას სწირავდნენ მუხას (ჭყონს), ერთადერთ ცნობილ ხე-კერპს საქართველოში (თუმცა [[სვანეთი|სვანეთში]], სოფლის მოედანზე, სვიფზე მუდამ იდგა ხოლმე რომელიმე დიდი ხე, რომელსაც აგრეთვე წმინდა ხედ თვლიდნენ). ეს იყო მაშინ, როცა საქართველოში კერპთა, ბომონთა თაყვანისცემის დიდი ტრადიცია იყო. თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით მუხას, [[ურთხელი|ურთხელას]], [[ფიჭვი|ფიჭვს]], [[ცაცხვი|ცაცხვს]]. მუხის თაყვანისცემის ნიმუშია ჭყონდიდი. ეს დიდი მუხა, „საქართველოს დოდონი“, მდგარა იმ ალაგას, სადაც ახლა [[მარტვილის მონასტერი|მარტვილის ძველი ტაძარია]]. მუხის ძირთან აღმართული ტაძრის წინ ფოთლის შრიალში ხალხი [[ღმერთი|ღმერთს]] შეჰღაღადებდა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭყონდიდი“-დან