ბაზილიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Petersdom von Engelsburg gesehen.jpg|thumb|300px|right|[[წმ. პეტრეს ბაზილიკა]] ვატიკანში.]]
'''ბაზილიკა''' ({{lang-gr|βασιλική}} — მეფის სახლი) — გეგმით სწორკუთხედის ფორმის, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ [[ნავი (არქიტექტურა)|ნავად]] ყოფას. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი [[ატრიუმი]]. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია [[სტთა]]. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი [[ტრანსეპტი]]. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ.[[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2II საუკუნიდან ჩნდება.
 
[[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ოფიციალურად [[ქრისტიანობა|გაქრისტიანების]] შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა განივრცო და მიუთითებს ვრცელ, მნიშვნელოვან ეკლესიაზე, რომელსაც პაპის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიური ცერემონიების ჩატარების უფლება მიეცა. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას—არქიტექტურულსამნიშვნელობას — არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს.
 
საქართველოში ბაზილიკა გავრცელებული იყო უმეტესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ქართულ ბაზილიკას არ აქვს ატრიუმი, ნართექსი და ტრანსპეტი. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები, საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, საქართველოში შემუშავდა აგრეთვე ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა [[სამეკლესიიანი ბაზილიკა]] უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბაზილიკები ([[ბოლნისის სიონი]], [[ურბნისი]], [[ხაშმი]], [[ანჩისხატი]], [[კლარჯეთის წყაროსთავი|წყაროსთავი]] და სხვა) - V-VI საუკუნეებს განეკუთვნება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაზილიკა“-დან