ოსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
საბჭოთა მეცნიერებაში დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიური ველებიდან გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდგომ თურქულმა ტალღებმა. გადავიდნენ რა, კავკასიის ქედზე ოსები ხვდებოდნენ ნახური და ქართველური მოდგმის ხალხებს. ოსური წარმომავლობის მეცნიერთაგან ოსთა ეთნოგენეზისა და მათი სამხრეთული მიგრაციების შესწავლის პირველი ცდა ზ. ვანეევის სახელს უკავშირდება. ოსი ავტორები ირანული მოდგმის ხალხების კავკასიის მთებში ინფილტრაციის პერიოდად ადრე რკინის ხანას მიიჩნევენ. ამგვარი მოსაზრებების დასამტკიცებლად ისინი ეყრდნობიან ძირითადად არქეოლოგიურ მასალას და ლინგვისტურ მონაცემებს. ი. გაგლოითის ჰიპოთეზის თანახმად, სარმატები კავკასიის ქედის სამხრეთით ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე განსახლდნენ ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიელ მთიელთა უმეტესობას სწორედ სარმატები შეადგენდნენ. ამ დებულების განმტკიცებას იგი სტრაბონის ცნობით ცდილობს.
 
X-XIII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ოსების[[ალანთა ძლიერისამეფო|ალან-ოვსთა ფეოდალური სახელმწიფოსამეფო]]. XIII-XIV საუკუნეებში თათარ-[[მონღოლთა დამპყრობლური ომები|მონღოლთა]] და [[თემურლენგი]]ს შემოსევათა შედეგად ბარის მოსახლეობამ [[დვალეთი|დვალეთის]] ხეობებში გადაინაცვლა და ჩამოყალიბდა თაგაურის, ქურთათის, ალაგირის და დიგორის საზოგადოებები. იმავე ხანებში დაიწყო ოსების დამკვიდრება კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გამოიყო ოსი ხალხის სამხრეთი შტო. საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრებული ოსები ემორჩილებოდნენ [[ქართლის სამეფო]] ხელისუფლებას და ცალკეულ სათავადო სახლებს.
 
VI საუკუნიდან ოსებში გავრცელდა [[ქრისტიანობა]], XVII-XVIII საუკუნეებში ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო. ოსების ძირითადი საქმიანობა იყო [[მიწათმოქმედება]] და [[მეცხოველეობა]], მისდევდნენ [[ნადირობა]]სა და [[მეფუტკრეობა]]ს. განვითარებული იყო ხეზე და ძვალზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდრული ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსები“-დან