დავათის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
| გეგმა_წარწერა=
}}
[[ფაილი:Mother of God Church, Davati 1.jpg|მინი|ღვთისმშობლის ეკლესია (2021 წ.)]]
[[ფაილი:Mother of God Church, Davati 2.jpg|მინი|ეკლესიის ხედი ჩრდილოეთიდან (2021 წ.)]]
'''დავათის ღვთისმშობლის ეკლესია''' — სამონასტრო კომპლექსი, [[არქიტექტურა|არქიტექტურისა]] და [[არქეოლოგია|არქეოლოგიის]] ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[დავათი|დავათში]]. სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით, ტყით დაფარულ მთის წვერზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, ეგვტერი, ბერების საცხოვრებელი სახლი.
 
 
===მცირე ეკლესია===
[[ფაილი:Mother of God Church, Davati 3.jpg|მინი|მცირე ეკლესია]]
მცირე ეკლესია, რომელიც თავდაპირველ ნაგებობას [[დასავლეთი]]დან ეკვრის, მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები (5,4X4,5 მ). ერთადერთი შესასვლელი მას სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე [[აღმოსავლეთი]]თ ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის გვერდებში სიმეტრიულად განლაგებულია თითო მაღალი, გეგმით სწორკუთხა ნიში. ორივე ნიში სამკუთხა თაღითაა გადახურული. ეკლესიის განათების ერთადერთი წყარო დასავლეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მარტივი პროფილის ლავგარდნით, რომლის ორი ქვა სამხრეთ კედელს შემორჩა.