საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
 
==წინასაარჩევნო პერიოდი==
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში რიგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა, რაც გამოქვეყნდა ორგანიზაციის I შუალედურ ანგარიშში: <ref name="isfedmnitor1">[https://isfed.ge/geo/angarishebi/2021-tslis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-archevnebis-ofitsialuri-tsisaarchevno-periodis-monitoringis-I-shualeduri-angarishi 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წისაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში]</ref>
*დაკომპლექტა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. ISFED-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარებამ და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემამ, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „[[ენმ|ერთიანი ნაციონალური მოძრაობის]]“, „[[ევროპული საქართველო]]ს“ და „[[ლელო]]ს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ; <ref name="isfedmnitor1"/>
*საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო; <ref name="isfedmnitor1"/>