საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68:
 
==წინასაარჩევნო პერიოდი==
===საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება===
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის თანახმად, სკოლების, საბავშვო ბაღების, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება, საქართველოში დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკაა. რეგიონებში, სოფლებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალი მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად მოიაზრება მმართველი პარტიის მიერ და ხშირად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის, იძულების გზით. დასაქმების პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, მასწავლებელთა დიდ ნაწილს ამ პრაქტიკაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. <ref name="isfedmnitor1">[https://isfed.ge/geo/angarishebi/2021-tslis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-archevnebis-ofitsialuri-tsisaarchevno-periodis-monitoringis-I-shualeduri-angarishi 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წისაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში]</ref>
 
ამასთან, სკოლის პერსონალი ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს, შესაბამისად, ხელისუფლება მოწოდებულია ისინი თავის სამსახურში ჩააყენოს. ეს განსაკუთრებით ეხება დირექტორებს, რომელთა ნაწილი მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციის ფუნქციასაც ასრულებს, მათ შორის, ზემოქმედებს მასწავლებლებზე. ასეთი საკვანძო როლი გათვალისწინებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მორჩილი დირექტორების შესარჩევად. „ურჩთა“ სამაგალითოდ დასასჯელად, კი, მრავალი ბერკეტია გამოყენებული, მათ შორის: სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება და ა.შ.
„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს საგანმანათლებლო სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და უფლებადარღვევის მსხვერპლებს, იცავს მათ ინტერესებს სასამართლოსა და სხვა ორგანოთა წინაშე.<ref name="isfedmnitor1"/>
 
==კანდიდატები==
===თბილისი===