იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
[[1976]] წელს თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა სსრკ-ში პირველი რესპუბლიკური მას-სპექტრომეტრული ცენტრი, სადაც ტარდებოდა და ტარდება ელემენტარული და იზოტოპური პრეციზიული ანალიზი მას-სპექტრომეტრული მეთოდებით — სეტყვის მარცვლისა და ბირთვის ანალიზი (წყალბადის HD/H2 ფარდობების შეწავლა); გოგირდის იზოტოპური ფარდობების <sup>32</sup><sub>16</sub>S/<sup>34</sup><sub>16</sub>S დადგენა საქართველოს სიღრმულ და ზედაპირულ წყლებში; სიღრმული აირების (რადონი, წყალბადი, ჰელიუმი, ნეონი) და აეროზოლების ელემენტური და იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრა მიწისძრის წინმსწრები მოვლენების შესწავლასთან დაკავშირებით; ნახშირბადისა და ჟანგბადის იზოტოპური ფარდობების დადგენა სხვადასხვა ობიექტებში; ნავთობშ არსებული მინარევების იზოტოპური და ელემენტური ანალიზი; მეტეორიტებში ლითიუმისა და ბორის იზოტოპური ფარდობების <sup>6</sup><sub>3</sub>Li/<sup>7</sup><sub>3</sub>Li და <sup>10</sup><sub>5</sub>B/<sup>11</sup><sub>5</sub>B დადგენა და მეტეორიტის ნივთიერების ელემენტური შემადგენლობის განსაზღვრა (მეთოდმა პირველად გახადა შესაძლებელი მეტეორიტის მიკრომოცულობებში 10<sup>-15</sup>-10<sup>-14</sup> გ დონეზე მსუბუქი ქიმიური ელემენტების იზოტოპური შემდგენლობის განსაზღვრა: მ. კავილაძე, ნ. გუბაძე, ქ. ხაბულიანი, ლ. ცაგურიშვილი); რადიოაქტიური იზოტოპების შემცველობის განსაზღვრა საშენ მასალებში, საკვებ პროდუქტებში, სასმელ წყალში, ნიადაგში, საყოფაცხოვრებო ნივთებში და სხვა.
 
2008 წელს თ. კერესელიძის ხელმძღვანელობით თსუ-ში ჩამოყალიბდა აიდაჰოს უნივერსიტეტთან ერთობლივი მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მიმდინარეობს ურბანულ გარემოში ადამიანის ჯანმრთელობაზე რადონის <sup>222, 220, 21986რნ219</sup><sub>86</sub>Rn იზოტოპებით და მათი რადიოაქტიური დაშლის პროდუქტებით (პოლონიუმი <sup>218,216,215,214,210</sup><sub>84</sub>Po, ბისმუტი <sup>214,212,211,210</sup><sub>83</sub>Bi, ტყვია <sup>208,207,206</sup><sub>82</sub>Pb, თალიუმი <sup>207</sup><sub>81</sub>Tl) განპირობებული რისკების შეფასება, ასევე ნახშირბადის <sup>14</sup><sub>6</sub>C იზოტოპის მეთოდით ორგანული წარმოშობის არქეოლოგიური, გეოლოგიური, პალეობოტანიკური და პალეოგეოგრაფიული სინჯების აბსოლუტური ასაკის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფა.
 
1983-2011 წლებში თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობდა კოსმოგენური ნახშირბადის <sup>14</sup><sub>6</sub>C იზოტოპის კონცენტრაციის გაზომვები ხეების 1600-1940 წლების პერიოდის შესატყვის წლიურ რგოლებში. ამ კვლევებმა გამოავლინა გალაქტიკური კოსმოსური სხივების ინტენსივობის 22-წლიანი ციკლურობა მზის აქტივობის [[მაუნდერის მინიმუმი]]ს პერიოდში. დადგინდა, რომ ნახშირბადის <sup>14</sup><sub>6</sub>C იზოტოპის გავრცელება საიმედო ინფორმაციას იძლევა წარსულ ეპოქებში მზის აქტივობის შესაფასებლად.
 
==თვისებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან