იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჰელიუმის იზოტოპების განცალკევების კრიოგენულ მეთოდებზე პ. კაპიცას ხელმძღვანელობით მუშაობდა რ. ბაბლიძე.
 
[[1962]] წელს სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა სოხუმის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი), სადაც ხორციელდებოდა მსუბუქი ქიმიური ელემენტების იზოტოპური ნარევიდან ცალკეული იზოტოპების გამოყოფისა და სხვა იზოტოპით გამდიდრების სამუშაოები. ცენტრის კვლევის ძირითადი მიმართულებებია მაღალგამდიდრებული და მაღალი სისუფთავის ნახშირბადის 136ც<sup>13</sup><sub>6</sub>C, აზოტის 157ნ<sup>15</sup><sub>7</sub>N, ბორის 105ბ<sup>10</sup><sub>5</sub>B და 115ბ<sup>11</sup><sub>5</sub>B, ჟანგბადის 178ო<sup>17</sup><sub>8</sub>O და 188ო<sup>18</sup><sub>8</sub>O და სხვა სტაბილური იზოტოპების წარმოება, რომელიც ეფუძნება დაბალტემპერატურული რექტიფიკაციისა და იზოტოპების გაცვლის ქიმიურ მეთოდებს (ე. ოზიაშვილი, ფ. ასათიანი, გ. თევზაძე; სახელმწიფო პრემია 1982). ცენტრის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და საწარმოო პროდუქცია განკუთვნილია ატომური ენერგეტიკის, მიკროელექტრონიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგებისათვის. [[1960]]-[[1990]] წლებში ცენტრი იყო ერთადერთი სტრუქტურა ევრაზიაში სტაბილური იზოტოპების წარმოების სფეროში.
 
XX საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი შედეგები წყალბადის იზოტოპების შესწავლაში მიღებული აქვს თ. ცეცხლაძეს.
ხაზი 17:
XX საუკუნის 70-70-იანი წლებში თსუ-ში მსუბუქი ქიმიური ელემენტების იზოტოპების თვისებებს თეორიულად იკვლევდნენ ვ. მამასახლისოვი, ი. ვაშაკიძე, გ. ჭილაშვილი და სხვა.
 
[[1974]] წლიდან საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში ჰელიუმის 32ჰე<sup>3</sup><sub>2</sub>He იზოტოპის ზედენადობას, აგრეთვე სხვა თვისებებს იკვლევდნენ გ. ვაჩნაძე, ი. მამალაძე, ჯ. სანიკიძე, ჯ. წაქაძე, გ. ხარაძე და სხვანი. უფრო ადრე, 1946 წლიდან ჰელიუმის 42ჰე<sup>4</sup><sub>2</sub>He იზოტოპისზედენადობას იკვლევდა ე. ანდრონიკაშვილი.
 
[[1960]]-იან წლებში თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე გ. მირიანაშვილის, ა. ბურჭულაძისა და ვ. კოკოჩაშვილის ძალისხმევით დაარსდა რადიონახშირბადის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია არქეოლოგიური სინჯების აბსოლუტური ასკის განსაზღვრისათვის. [[1975]]-[[2003]] წლებში თსუ-ის რადიონახშირბადის ლაბორატორია, ბრატისლავის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრასთან კოლაბორაციაში, იკვლევდა კოსმოგენური და ანთროპოგენული რადიონუკლიდების, კერძოდ , ნახშირბადის 146ც იზოტოპის დროით ვარიაციებს 1900-1980 წლების პერიოდში და სხვა რადიოეკოლოგიურ პრობლემებს.
 
==თვისებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან