იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
იზოტოპების არსებობა აღმოაჩინეს [[1900]]-[[1907]] წლებში ურანის რადიოაქტიური დშლის ექსპერიმენტული კვლევისას. მოგვიანებით, ინგლისელმა ფიზიკოსებმა ჯ. ტომსონმა და შემდგომ ფ. ასტონმა აღმოაჩნიეს ნეონის Ne, ქლორის Cl, ვერცხლისწყლის Hg და სხვა ქიმიური ელემენტების სტაბილური იზოტოპები. [[1934]] წელს ფრანგმა ფიზიკოსებმა ი. კიურიმ და ფ. ჟოლიო-კიურიმ ხელოვნურად მიიღეს აზოტის N, ფოსფორის P და სილიციუმის Si რადიოაქტიური იზოტოპები, რითაც პირველად აჩვენეს ახალი ნუკლიდების სინთეზის შესაძლებლობა. [[1940]] წლისთვის უკვე განხორციელებული იყო დედამიწაზე არსებული ყველა ქიმიური ელემენტის იზოტოპური ანალიზი. დღეისათვის ცნობილია 81 ბუნებრივი ქიმიური ელემენტის 275 სტაბილური იზოტოპი და 118 ბუნებრივი და ხელოვნური ქიმიური ელემენტის დაახლოებით 1500-მდე რადიოაქტიური იზოტოპი.
 
საქართველოში მნიშვნელოვან გამოკვლევებს იზოტოპების შესწავლასა და გამოყენებაში საფუძველი ჩაეყარა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 40-იანი წლების ბოლოს, სოხუმის მახლობლად მდებარე გასაიდუმლოებულ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გერმანელი მეცნიერების, მ. ფონ ადერნეს და გ. ჰერცის, ხელმძღვანელობით, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები ურანის <sup>235</sup><sub>92</sub>U და <sup>238</sup><sub>92</sub>U იზოტოპების განცალკევების პრობლემებზე შესაბამისი სამრეწველო ტექნოლოგიების შესაქმნელად. [[1950]] წლიდან ამ ბაზაზე ჩამოყალიბდა [[სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი]]. აქ მოღვაწეობდნენ შ. ბურდიაშვილი (ფილტრებისა და დიფუზიური მანქანების შექმნა, [[სტალინური პრემია]], [[1951]]), [[რაჩია დემირხანოვი|რ. დემირხანოვი]] (ლითიუმის იზოტოპების ელექტრომაგნიტური განცალკევება, სტალინური პრემია, [[1953]]), ქ. ორჯონიკიძე (მაღალი სიზუსტის მას-სპექტომეტრი იზოტოპების მასის დეფექტის გასაზომად, სტაინური პრემია, 1953) და სხვა. სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში ი. გვერდწითელის თაოსნობით დაიწყო სტაბილური იზოტოპების (ბორის, ჟანგბადის, ნახშირბადის, აზოტის და სხვა) განცალკევების, იზოტოპებით ნიშანდებული ნაერთების სინთეზისა და მათი ხარისხის კონტროლის ანალიზური მეთოდების დამუშავება.
 
XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჰელიუმის იზოტოპების განცალკევების კრიოგენულ მეთოდებზე პ. კაპიცას ხელმძღვანელობით მუშაობდა რ. ბაბლიძე.
 
1962 წელს სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა სოხუმის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი), სადაც ხორციელდებოდა მსუბუქი ქიმიური ელემენტების იზოტოპური ნარევიდან ცალკეული იზოტოპების გამოყოფისა და სხვა იზოტოპით გამდიდრების სამუშაოები. ცენტრის კვლევის ძირითადი მიმართულებებია მაღალგამდიდრებული და მაღალი სისუფთავის ნახშირბადის 136ც, აზოტის 157ნ, ბორის 105ბ და 115ბ, ჟანგბადის 178ო და 188ო და სხვა სტაბილური იზოტოპების წარმოება, რომელიც ეფუძნება დაბალტემპერატურული რექტიფიკაციისა და იზოტოპების გაცვლის ქიმიურ მეთოდებს (ე. ოზიაშვილი, ფ. ასათიანი, გ. თევზაძე; სახელმწიფო პრემია 1982). ცენტრის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და საწარმოო პროდუქცია განკუთვნილია ატომური ენერგეტიკის, მიკროელექტრონიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგებისათვის. 1960-1990 წლებში ცენტრი იყო ერთადერთი სტრუქტურა ევრაზიაში სტაბილური იზოტოპების წარმოების სფეროში.
 
XX საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი შედეგები წყალბადის იზოტოპების შესწავლაში მიღებული აქვს თ. ცეცხლაძეს
 
==თვისებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან