იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
იზოტოპების არსებობა აღმოაჩინეს 1900-1907 წლებში ურანის რადიოაქტიური დშლის ექსპერიმენტული კვლევისას. მოგვიანებით, ინგლისელმა ფიზიკოსებმა ჯ. ტომსონმა და შემდგომ ფ. ასტონმა აღმოაჩნიეს ნეონის Ne, ქლორის Cl, ვერცხლისწყლის Hg და სხვა ქიმიური ელემენტების სტაბილური იზოტოპები. 1934 წელს ფრანგა ფიზიკოსებმა ი. კიურიმ და ფ. ჟოლიო-კიურიმ ხელოვნურად მიიღეს აზოტის N, ფოსფორის P და სილიციუმის Si რადიოაქტიური იზოტოპები, რითაც პირველად აჩვენეს ახალი ნუკლიდების სინთეზის შესაძლებლობა. 1940 წლისთვის უკვე განხორციელებული იყო დედამიწაზე არსებული ყველა ქიმიური ელემენტის იზოტოპური ანალიზი. დღეისათვის ცნობილია 81 ბუნებრივი ქიმიური ელემენტის 275 სტაბილური იზოტოპი და 118 ბუნებრივი და ხელოვნური ქიმიური ელემენტის დაახლოებით 1500-მდე რადიოაქტიური იზოტოპი.
 
საქართველოში მნიშვნელოვან გამოკვლევებს იზოტოპების შესწავლასა და გამოყენებაში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, სოხუმის მახლობლად მდებარე გასაიდუმლოებულ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გერმანელი მეცნიერების, მ. ფონ ადერნეს და გ. ჰერცის, ხელმძღვანელობით, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები ურანის 23592უ<sup>235</sup><sub>92</sub>U და 23892უ<sup>238</sup><sub>92</sub>U იზოტოპების განცალკევების პრობლემებზე შესაბამისი სამრეწველო ტექნოლოგიების შესაქმნელად. [[1950]] წლიდან ამ ბაზაზე ჩამოყალიბდა [[სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი]]. აქ მოღვაწეობდნენ შ. ბურდიაშვილი (ფილტრებისა და დიფუზიური მანქანების შექმნა, სტალინური პრემია, 1951), [[რაჩია დემირხანოვი|რ. დემირხანოვი]] (ლითიუმის იზოტოპების ელექტრომაგნიტური განცალკევება, სტალინური პრემია, 1953), ქ. ორჯონიკიძე (მაღალი სიზუსტის მას-სპექტომეტრი იზოტოპების მასის დეფექტის გასაზომად, სტაინური პრემია, 1953) და სხვა.
 
==თვისებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან