ნოე ჟორდანია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
===პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა===
[[1918]] წელს [[26 მაისი|26 მაისს]], დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და [[ამიერკავკასიის სეიმი]]. დღის 5 საათსა და ათ წუთზე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით გამოაცხადა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა გამოცხადდა. დამოუკიდებლობის აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები. ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებლობის აქტი ჟორდანიამ წაიკითხა. საბჭომ აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და პირველი დროებითი [[კოალიციური მთავრობა|კოალიციური მთავრობის]] პერსონალური შემადგენლობა [[ნოე რამიშვილი]]ს თავმჯდომარეობით. ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. ჟორდანია არ აპირებდა მთავრობაში ადგილის დაკავებას და ამჯობინებდა პარტიულ მუშაობას, მაგრამ პარტიის მოთხოვნით 24 ივლისიდან ჟორდანია გახდა საქართველოს დროებითი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად.{{sfn-2|ნოე ჟორდანია — 150|2018|გვ=9}} 1918 წლის ნოემბერში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ოფიციალურად გამოეყო რსდმპ-ს, ხოლო ჟორდანია არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. 1918 წლის ბოლოს, დეკემბერში საქართველოს მოუხდა [[სომხეთ-საქართველოს ომი|ომი სომხეთთან]], რომელიც [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ორმხრივ კოტროლზეკონტროლზე შეთანხმებით დასრულდა.
[[სურათი:Georgia 1919.ogv|მინი|right|ჟორდანია და სხვა ოფიციალური პირები იბარებენ აღლუმს, 1919 წ.|400px]]
 
1919 წლის 2 თებერვალს ჟორდანიამ კენჭი იყარა [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის ქალაქის საბჭოს]] არცევნებშიარჩევნებში. თებერვალშივე ჩატარდა [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები]] პარტიულ-პროპორციული სისტემით. ჟორდანია იყო საარჩევნო სიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ნომერი. პარტიამ მიიღო ხმათა 81,5%. [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრება]] 12 მარტს გაიხსნა. 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი იყო. 21 მარტს კრებამ ჟორდანია აირჩია მთავრობის თავმმჯდომარედთავმჯდომარედ. ამჯერად ჟორდანიამ ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. ჟორდანია ამავდროულად იყო უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკისა. მთავრობის თავმჯდომარეობისას ჟორდანია ცხოვრობდა შიო ჩიტაძის ქუჩაზე. იყო ლმობიერი მმართველი, ეწინააღმდეგებოდა სიმკაცრეს და ცდილობდა აელაგმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ხისტი მეთოდები. მთავრობის დასაყრდენს სახალხო გვარდია წარმოადგენდა. ჟორდანია თავისუფალი იყო ერთპიროვნული დიქტატორული მისწრაფებებისგან და იზიარებდა როგორც მისი თანაპარტიელების, ასევე სხვა პარტიების რჩევებს, თუ ისინი მისაღებად მიაჩნდა. ჟორდანიას წინადადებით მიღებული იქნა [[საქართველოს სახელმწიფო გერბი]]. მასზე გამოსახული იყო [[თეთრი გიორგი]]. [[კლერიკალიზმი]]ს თავიდან აცილებისთვის მას ჩამოსცილდა [[წმინდა გიორგი]]ს ყველა ნიშანი.
 
ჟორდანიამ მთავრობის თავმჯდომარეობისას გაატარა მრავალმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. ჟორდანია ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად აფასებდა აგრარულ რეფორმას. დიდ მემამულეებს მიწები ჩამოართვეს და მათ მხოლოდ 7 დესეტინა მიწა დაუტოვეს. ჟორდანიას მთავრობამ მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი [[სამუშაო დღე]], კოლექტიური ხელშეკრულება, შრომის კამერა. მიუხედავად ამისა, ჟორდანია უკმაყოფილო იყო, რომ მისი მოღვაწეობით მუშათა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.
[[სურათი:E. Klar. Kautsky in Georgia 1920.jpg|thumb|[[კარლ კაუცკი]] ხვდება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მათ შორის ნოე ჟორდანიას და ნოე რამიშვილს, 1920|300 პქ]]
 
ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს, ეთნიკურ უმცირესობებს მიენიჭათ პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ჟორდანია ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის. რადგანაც ამსამას ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ჯერ ბოლშევიკური რუსეთისგან მიეღო აღიარება. 1920 წელს ჟორდანიამ რუსეთთან ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა [[გრიგოლ ურატაძე]]. [[მოსკოვის ხელშეკრულება (1920)|რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება]] დაიდო 1920 წლის 7 მაისს. ამ ხელშეკრულებით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას. ხელშეკრულების დადებამდე ერთი თვით ადრე კი საქართველოს გვარდიამ გენერალ კვინიტაძის მეთაურობით მოიგერია რუსეთის არმია, რომელიც აზერბაიჯანიდან ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. ჟორდანიას დავალებით, გვარდიაში ჭორი გაავრცელეს, რომ საქართველოს აზერბაიჯანი ესხმოდა თავს და არა რუსეთი. ამ ჭორის მიზანი იყო, რომ გვარდიელებს რუსების არ შეშინებოდათ და ჯარის დემორალიზება არ მომხდარიყო.
 
{{ციტატა|ჩვენს ირგვლივ, ყველა საზღვრებს გადაღმა იყო ნამდვილი ანარქია, ერთი-მეორის სრესა, აწიოკება და ცეცხლი; საჭირო იყო ამ ბარბაროსობის შუაგულში პატარა საქართველო დაპირდაპირებოდა მას. გადაერჩინა თავი, აეცილებია შინაგანი ბრძოლა, ხოლო ეს კი შეიძლებოდა შინაგანი ერთობით, ყველა ძალების დარაზმვით, სოციალური და ნაციონალური მშვიდობიანობით}}
58

რედაქტირება