იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== დახასიათება ==
[[ფაილი:Izotopebi.jpg|მინი|იზოტოპები]]
ტერმინი იზოტოპი [[1910]] წელს შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა ფ. სოდიმ. იზოტოპების დასახელება და სიმბოლოები ანალოგიურია ქიმიური ელემენტის დასახელებისა და სიმბოლოების. როგორც წესი, ქიმიური ელემენტის სიმბოლოს მარცხნივ და ქვევით მიუთითებენ რიგით ნომერს Z (ქეის ატომბირთვში პროტონების რაოდენობა), მარცხნივ და ზევით კი — მასურ რიცხვს A (ატომბირთიზაბელავში პროტონების და ნეიტრონების საერთო რაოდენობა). მაგ., [[ქლორი]]ს იზოტოპები არის <sup>35</sup><sub>17</sub>Cl და <sup>37</sup><sub>17</sub>Cl. გამონაკლისია [[წყალბადი]]ს იზოტოპები მასური რიცხვებით 1, 2 და 3, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული დასახელებები და სიმბოლოები აქვს: [[პროთიუმი]] H, ანუ <sup>1</sup><sub>1</sub>H (სტაბილური), [[დეიტერიუმი]] D, ანუ <sup>2</sup><sub>1</sub>H (სტაბილური) და [[ტრიტიუმი]] თ, ანუ <sup>3</sup><sub>1</sub>H (რადიოაქტიური). მასებს შორის დიდი განსხვავების გამო ამ იზოტოპების თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქიმიური ელემენტების უმეტესობა სხვადასხვა იზოტოპების ნარევს წარმოადგენს. თუ ელემენტი მხოლოდ რადიოაქტიური იზოტოპებისაგან შედგება, მას რადიოაქტიური ელემენტი ეწოდება. ასეთებია, [[ტექნეციუმი]] (z=43), [[პრომეთიუმი]] (z=61) და z=84-107.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან