სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==კომპეტენცია==
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენცია სსრკ-ის კონსტიტუციით განისაზღვრებოდა (მმ. 119-124). იგი მოიცავდა სსრკ უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციისა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ფართო უფლებამოსილებას სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის, მშენებლობის, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ნიშნავდა სსრკ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს; იწვევდა მის სესიებსა და კოორდინაციას უწევდა პალატების მუდმივი კომისიების საქმიანობას; კონტროლს უწევდა სსრკ კონსტიტუციის დაცვას; უზრუნველყოფდა საკავშირო კონსტიტუციასა და კანონებთან მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციებისა და კანონების შესაბამისობას; აუქმებდა სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კანონშეუსაბამო დადგენილებებსა და განკარგულებებს; განმარტავდა სსრკ კანონებს; ახორციელებდა ამნისტიასა და შეწყალებას; აძლევს სსრკ მოქალაქეობას, წყვეტს მისგან გასვლისა და მისი ჩამორთმევის, თავშესაფრის უფლებების მიცემის საკითხებს; აწესებდა სსრკ ორდენებსა და მედლებს, საპატიო წოდებებს და ანიჭებდა ამ ჯილდოებს; ქმნიდა სსრკ თავდაცვის საბჭოსა და ამტკიცებდა მის შემადგენლობას, ნიშნავდა და ცვლიდა სსრკ შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას; აცხადებდა საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას, სამხედრო წესებს ცალკეულ ადგილებში ან მთელ ქვეყანაში სსრკ დაცვის ინტერესებისათვის, ომის მდგომარეობას კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში; აწესებდა სამხედრო წოდებებს, დიპლომატიურ რანგებსა
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციაში იყო საბჭოების არჩევნების დანიშვნა, უმაღლესი საბჭოს სესიების მოწვევა, საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის დაცვის კონტროლი და მასთან ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების შესაბამისობის უზრუნველოყოფა, რესპუბლიკის კანონების განმარტება, ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობის საკითხები, საქართველოს სსრ-ის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა კანონშეუსაბამო დადგენილება-განკარგულებების გაუქმება, რესპუბლიკის საპატიო წოდებების დაწესება მინიჭება, საქართველოს სსრ-ის მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალება, რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საკითხები და სხვა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე დასამტკიცებლად შემდგომი წარდგენის პირობები, შეჰქონდა ცვლილებები საქართველოს სსრ-ის მოქმედ საკანონმდებლო აქტივებში, სამინისტროებისა და სახელმწიფო კომიტეტების ნუსხასა და მთავრობის შემადგენლობაში, ამტკიცებდა ავტონომიური რესპუბლიკების საზღვრების შეცვლას, ქმნიდა ახალ რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოსცემდა ბრძანებულებებს და იღებდა დადგენილებებს.
 
==ლიტერატურა==