სოტერიოპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
(განსხვავება არ არის)

04:16, 1 სექტემბერი 2021-ის ვერსია

სოტერიოპოლისი (ბერძ. Σωτηριούπολις; „უფლის ქალაქი“) ან სოტეროპოლისი (Σωτηρόπολις) — ბიზანტიური ციხე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში X და XII საუკუნეებში. ლოკალიზდება ორ სხვადასხვა ადგილას, ერთ-ერთი ვერსიით ბიჭვინთაში, მეორე ვერსიით ბორჩხაში.

ბიზანტიური ქალაქი

X საუკუნის შუა წლების ბიზანტიური წყაროს De Administrando Imperio-ს თანახმად სოტერიოპოლისი მდებარეობდა აბაზგიის საზღვართან. აღმოჩენილი ბეჭედი ადასტურებს რომ ის იყო სასაზღვრო ოლქის ან კლისურის ცენტრი. Escorial Taktikon, რომელიც 970-იან წლებში დაიწერა, ასახელებს „სოტიროპოლისის ან ბურზოს სტრატეგოსს“. Notitiae Episcopatuum-ს თანახმად ის იყო ავტონომიური საერქისკოპოსოს ცენტრი.[1]

ქალაქის ადგილმდებარეობა დავის საგანია. Oxford Dictionary of Byzantium-ში ალექსანდრე კაჟდანი უარყოფს სხვადასხვა ავტორების მოსაზრებას ქალაქის ბიჭვინთასთან ან სოხუმთან ახლოს ლოკალიზაციას და მიიჩნევს რომ სოტიროპოლისი ცალკე ადგილი იყო.[1] მეორე მხრივ, ვეირნერ ზაიბტი და ივან ჯორანოვი, განასხვავებდნენ სახელებსაც, De administrando imperio-ის სოტიროპოლის ადარებდნენ ბიჭვინთასთან, რომელიც XI საუკუნის შუა წლებში ანაკოფიასთან ერთად აყალიბებდა ერთიან სამხედრო განყოფილებას, რაც უზრუნველყოფა ბიზანტიის აფხაზეთში ბატონობასა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში გავლენების ზრდას, სადაც ბიზანტიას კომერციული და სტრატეგიული ინტერესები გააჩნდა.[2] Escorial Taktikon-ის თანახმად, სტრატეგოსის ცენტრი იყო გაცილებით სამხრეთით, ბურზოს ციხეში (ნიკოლას ოიკონომიდესისა და ბ. ბაუმგარტნერის მიერ იდენფიცირიებულია თანამედროვე ქალაქ ბორჩხასთან), რომელსაც უკავშირდება სოტეროპოლისის კლისურარხის ბეჭედი და ასევე ცნობები რომელიც შემონახულია წმინდა ევგენის სასწაულებში, რომლის თანახმადაც სტრატეგოსი ექვემდებარეობდა ხალდიის დუკას.[3]

საეკლესიო

ქალაქი წარმოადგენს რომის კათოლიკური ეკლესიის — სოტეროპოლისის არქიეპისკოპოსის ცენტრს. ეს ტიტული პირველად გაიცა1932 წელს და მას შვიდი სასულიერო პირი ატარებდა. 2005 წლის 6 ოქტომბრიდან ეტორე კუნიალის გარდაცვალების შემდეგ თანამდებობა ვაკანტურია.[4]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Kazhdan 1991, p. 1930.
  2. Seibt & Jordanov 2006, pp. 234–237.
  3. Seibt & Jordanov 2006, pp. 237–238.
  4. Soteropolis (Titular See). catholic-hierarchy.org. ციტირების თარიღი: 6 April 2014

ლიტერატურა

  • Kazhdan, Alexander (1991). „Soterioupolis“. In Kazhdan, Alexander (ed.). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 1930. ISBN 978-0-19-504652-6.
  • Seibt, Werner; Jordanov, Ivan (2006) „Στρατηγὸς Σωτηρουπόλεως καὶ Ἀνακουπίας. Ein mittelbyzantinisches Kommando in Abchasien (11. Jahrhundert)“, Studies in Byzantine Sigillography, Volume 9 (German). Munich and Leipzig: K. G. Saur Verlag, გვ. 231–239. ISBN 3-598-77927-5.