ოსასუნა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
 
ხაზი 55:
შემდეგ ეტაპზე მოწინააღმდეგე [[რეინჯერსი (საფეხბურთო კლუბი)|„რეინჯერსი“]] იყო. შოტლანდიაში მატჩი 1-1 დასრულდა, ხოლო შინ „ოსასუნამ“ 1-0 გაიმარჯვა. 1/4 ეტაპზე მეტოქე გერმანული [[ბაიერ 04 (საფეხბურთო კლუბი|ლევერკუზენის „ბაიერი“]] იყო, რომელსაც ესპანურმა კლუბმა ორივე მატჩი მოუგო (ჯერ გასვლაზე 0-3, შემდეგ შინ 1-0). ნახევარფინალში „ოსასუნას“ მეტოქედ უეფა-ს თასის 2005-06 წლების სეზონის გამარჯვებული, ასევე ესპანური კლუბი „სევილია“ ერგო. შინ 1-0 გამარჯვების შემდეგ, გასვლაზე 0-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
 
მომავალ 2 სეზონში „ოსასუნა“ ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძოდა. 2008-09 წლების სეზონში, კლუბმა დაქვეითება ბოლო ტურში აიცილა, სადაც [[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|„რეალ მადრიდის“]] (ჩემპიონობისთვის ბრძოლა „რეალს“ დასრულებული ჰქონდა) დამარცხება შეძლო. მატჩში ანგარიში „რეალმა“ გახსნა, თუმცა მატჩი საბოლოოდ 2-1 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი „რეალ მადრიდის“ აკადემიის აღზრდილმა, [[ხუანფრან ტორესი|ხუანფრანმა]] გაიტანა.<ref>[http://soccernet.espn.go.com/report/_/id/252762?cc=5739 Osasuna 2–1 Real Madrid] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20121026102709/http://soccernet.espn.go.com/report/_/id/252762?cc=5739 |date=2012-10-26 }}; [[ESPN Soccernet]], 31 May 2009</ref><ref name=მატჩი>[http://int.soccerway.com/matches/2009/05/31/spain/primera-division/club-atletico-osasuna/real-madrid-club-de-futbol/660000/ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ოსასუნა 2:1 რეალ მადრიდი]</ref>
 
ამ სეზონის შემდეგ „ოსასუნა“ წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ 2013-14 წლების სეზონში დაიკავა მე-18 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.