ბერგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 51:
'''ბერგენი''' ({{lang-no|Bergen}}) — ფიულკე [[ჰორდალანი]]ს [[დედაქალაქი]] და [[ნორვეგია|ნორვეგიის]] სიდიდით მეორე [[ქალაქი]]ა. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთის ზღვის]] სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: [[ასკეი]]თ, [[ჰოლსნეი]]თა და [[სუტრი]]თ.
 
დაარსდა დაახლოებით [[1070]] წელს. შუა საუკუნეებში იყო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. დაახლოებით [[1350]] წელს [[ჰანზა|ჰანზის]] ვაჭრებმა ბერგენში დააარსეს თავიანთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ე. წ. „გერმანული ხიდი“ (Tyske bryggun) და XV საუკუნეში მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. [[1559]] წელს ჰანზამ დაკარგა პრივილეგიები და [[1630]] წელს ბერგენი საბოლოოდ გადავიდა ნორვეგიელთა ხელში. [[1755]] წელს გაიყიდა ჰანზის უკანასკნელი ნაგებობები. [[1940]] წლის 9 აპრილიდან [[1945]] წლის 8 მაისამდე ბერგენი ოკუპირებული იყო [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] მიერ.
[[1299]] წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო [[1830]] წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო.
 
[[1299]] წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო [[1830]] წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი [[იუნესკო]]ს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. [[2000]] წელს ბერგენი [[ევროპა|ევროპის]] ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.
 
== არქიტექტურა ==
შემორჩენილია ციხესიმაგრის, სამეფო დარბაზ ,,ჰოკონსჰალენისა“ (1246–1261) და როზენკრანცის კოშკის (1560-იანი წლები) ნანგრევები, მარიამის ეკლესია (XII ს.), XVII-XVIII საუკუნეების [[ბაროკო|ბაროკოს]] სტილის საცხოვრებელი სახლები. 1855 წლის შემდეგ აქვს განაშენიანების რეგულარული გეგმა. ახალი გეგმით გაშენდა 1940–1945 წლებში დანგრეული რაიონები, შეიქმნა ახლები (სტრიმელენის რაიონი, 1959, არქიტ. ჰ. გრიგი). ბერგენში არის გამოყენებითი ხელოვნების და სამხატვრო მრეწველობის დასავლეთ ნორვეგიის მუზეუმი (დაარსდა 1887 წელს), სამხატვრო გალერეა, მუზეუმები. კომპოზიტორ [[ედვარდ გრიგი|ედვარდ გრიგის]] სახლ-მუზეუმი — ტროლჰაუგენხი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერგენი“-დან