ბეოტიური მუზარადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Boeotian helmet, 4th century BC.jpg|მინი|250x250პქ|ბეოტიური მუზარადი, ნაპოვნია [[ტიგროსი|მდინარე ტიგროსში]].]]
'''ბეოტიური მუზარადი''' — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც გამოიყენებოდა [[ძველი საბერძნეთი|ანტიკურ საბერძნეთსა]] და [[ელინიზმი|ელინისტურ პერიოდში]], ასევე [[ძველი რომი|ანტიკურ რომში]]. სავარაუდოდ, [[ბეოტია|ბეოტიიდან]] გავრცელდა დანარჩენ საბერძნეთში. ის იმეორებდა ბეოტიური მზისგან დამცავი [[თექა|თექისგან]]<ref>Sekunda, Nick (2002). ''Marathon 490 BC: The First Persian Invasion Of Greece''. Oxford: Osprey Publishing.</ref> შეკერილი ქუდის ფორმას, რომლის ფარფლები დანაკეცებული იყო.
 
ბეოტიური მუზარადი ღია ტიპისა იყო, ამიტომ ის მეომარს არ უზღუდავდა მხედეველობასა და სმენას. მუზარადის დაბლა ჩამოშვებული ფარფლებიანი დაბოლოება კისრის არეს იცავდა, წინა მხარეს კი უფრო გამოზნექილი იყო, რაც მზისა და ზემოდან წამოსული დარტყმებისგან დაცვას უზრუნველყოფდა, გვერდებზე კი რთულ ფორმად დანაკეცებული ფარფლები სახის გვერდითა ნაწილებს გარკვეულწილად იცავდა. ბეოტიურ მუზარადს ხანდახან უმაგრებდნენ გრძელ პლუმაჟსაც (მზადდებოდა ცხენის კუდის ან ფრინველის ფრთისგან).