კალიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
(fix url)
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
'''კალიარი''' ({{lang-it|Cagliari}}; [[სარდინიული ენა|სარდ]]. Casteddu) — ქალაქი [[იტალია]]ში, კუნძულ [[სარდინია|სარდინიის]] დედაქალაქი. მისი სარდინიული სახელწოდება ''კასტედუ'' ციხესიმაგრეს ნიშნავს. [[2010]] წლის მონაცემებით, ქალაქის [[მოსახლეობა]] 156 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის — 480 000 -ს.
 
ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესმა ქალაქმა მრავალი ცივილიზაციის მმართველობის ქვეშ გამოიარა. ის იყო სარდინიის სამეფოს დედაქალაქი (რომელიც 1861 წელს [[იტალიის სამეფო (1861-1946)|იტალიის სამეფო]] გახდა) [[1324]] — [[1720]] და [[1798]] — [[1815]] წლებში. ქალაქში მდებარეობს კალიარის უნივერსიტეტი და სარდინიის რომანულ-კათლიკური არქისაეპისკოპოსო,<ref>{{cite web|author=David M. Cheney |url=http://www.catholic-hierarchy.org/diocese/dcagl.html |title=Cagliari (Archdiocese) |publisher=[Catholic-Hierarchy] |date= |accessdate=2010-04-20}}</ref> შესაბამისად ის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და ხელოვნების ცენტრია, ცნობილია [[არტ-ნუვო]]ს არქიტექტურითა და მრავალი მონუმენტით.<ref>{{cite web|url=http://www.it-schools.com/sections/travel-and-culture-in-italy/sardiniat/cagliari-art.shtml |title=Cagliari art (Italian Language Schools and Courses to Learn Italian in Italy.) |publisher=It-schools.com |date= |accessdate=2010-04-20}}</ref> ამავე დროს, ის სარდინიის ეკონომიკური და ინდუსტრიული კვანძია, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური მთელს [[ხმელთაშუა ზღვა]]ზე, საერთაშორისო აეროპორტი და შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი იტალიაში, რითაც ის ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებს უტოლდება, როგორებიცაა [[ტურინი]], [[ვიჩენცა]] და [[გენუა]].<ref>{{cite web |url=http://www.ilsole24ore.com/speciali/redditi_comuni_08/ |title=La classifica dei redditi nei comuni capoluogo di provincia |publisher=Il Sole 24 ORE |date= |accessdate=2010-04-20 |archiveurl=https://web.archive.org/web/20110512174557/http://www.ilsole24ore.com/speciali/redditi_comuni_08/ |archivedate=2011-05-12 }}</ref>
 
კალიარი მდებარეობს სარდინიის მერიდიანულ ზონაში. მის სამხრეთით იშლება კალიარის ყურე, აღმოსავლეთით — შვიდი ძმის მთები (''monti dei Sette Fratelli''), დასავლეთით — კაპოტერის მთები, ჩრდილოეთით კი კამპიდანოს ვაკე. იგი იტალიის მასშტაბით მე-8 და სამხრეთ იტალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.