კონსტანტინე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.238.228.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 34:
===1605 წლის შეთქმულება===
{{მთავარი|კახეთის აჯანყება (1605)}}
[[1605]] წელს კონსტანტინე [[შაჰ-აბასი|შაჰ-აბასმა]] ჯარით კახეთში დააბრუნა და საგამგებლოდ [[შირვანი]] უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა, რაშიც ალექსანდრე უნდა დახმარებოდა. შაჰმა კონსტანტინე საიდუმლოდ დამოძღვრა: „წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი და კახეთიც შენ დაიჭირე“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 382</ref>დაიჭირე. ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ კონსტანტინე მამასა და ძმას „ღალატს“ შეატყობდა. გიორგი ბატონიშვილმა მართლაც დაიწყო ყოყმანი შირვანზე გასალაშქრებელი ჯარის მისაცემად. კონსტანტინეს უნდა აესრულებინა შაჰის დავალება და კახეთი თვით დაეჭირა. ამით კახეთის საკითხი საბოლოოდ ირანის სასარგებლოდ წყდებოდა, რადგანაც ერთადერთი სხვა ტახტის მემკვიდრეც თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდა. ბრძოლა გიორგისა და კონსტანტინეს შორის მოსკოვისა და ირანის ინტერესების აშკარა შეჯახებას წარმოადგენდა.
 
[[1605]] წლის 12 მარტს კონსტანტინე-მირზა მამას ეწვია და მოლაპარაკება გამართა თითქოს შირვანს სალაშქროდ ჯარის გამოყვანის თაობაზე. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. თათბირს ცხარე კამათი მოჰყვა. უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — [[გიორგი ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ვაჟი)|გიორგი]], რუსთველი ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელი და რამდენიმე თავადი, ხოლო ალავერდის მიტროპოლიტი დაჭრეს. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.