მაჭახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
 
==ისტორია==
ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მაჭახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, ჭოროხის ხეობის მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მაჭახელას ხეობის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული უძველეს ქართულ ხელნაწერ დოკუმენტში, რომელიც ცნობილია „მაჭახლის ხეობის სულთა მატიანის“ სახელწოდებით. მასში აღნიშნულია მაშინდელი გვარსახელებიგვარ-სახელები, ადგილის სახდლებისახელები, [[ტოპონიმი|ტოპონიმები]].
 
XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი [[სამცხე-საათაბაგო]]. ამავე პერიოდიდან [[ლაზეთი|ლაზეთთან]] ერთად აჭარა-მაჭახელი ჩამოაცილეს [[საქართველო|საქართველოს]]; მიტაცებული ტერიტორიები სანჯაყებად (ოლქებად) დაყვეს. თავდაპირველად ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა მაჭახელი, რომელიც [[ჩილდირის ვილაიეთი|ჩილდირის ვილაიეთში]] შედიოდა. მოგვიანებით მაჭახელი კაზას სახით შევიდა [[ლაზისტანი]]ს სანჯაყში. 1865 წელს მაჭახელში შედიოდა 26 სოფელი, ცხოვრობდა 4485 ადამიანი. გავრცელებული იყო ყველ-კარაქის წარმოება და იარაღის დამზადება.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003825034#?page=399 Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 402]</ref>
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის]] შემდეგ, [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით, მაჭახელი საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიებთან ერთად გადაეცა რუსეთს. ამ ომის შემდეგ მაჭახლის მოსახლეობის დიდი ნაწილი [[თურქეთი|თურქეთში]] გადაიხვეწა: [[მუჰაჯირობა]] განაპირობა რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილმა მძიმე პირობებმა: საზღვრისპირა რეგიონებში [[რუსეთი]] [[სომხები|სომხებს]] უფრო ენდობოდა, ამავე დროს, სულთნის თურქეთს იაფი მუშახელი ესაჭიროებოდა.
 
დღეს მაჭახელის ერთი ნაწილი, ზემო მაჭახელი, კვლავ თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემდაგენლობაშიაშემადაგენლობაშია; კერძოდ, [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი|ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]] შედის: [[ზედა ჩხუტუნეთი]], [[ქვედა ჩხუტუნეთი]], [[ჩიქუნეთი]], [[ცხემლარა]], [[სკურდიდი]], [[აჭარისაღმართი]], [[ქედქედი]], [[სინდიეთი]], [[ჟანივრი]], [[გორგაძეები (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|გორგაძეები]], [[საფუტკრეთი]] და სხვ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია: ხერთვისი (აქ ერთმანეთს ერთვის მინდიეთისა და ეფრატის ღელეები), მინდიეთი, აკრია, ქვაბისკავი, ზედვაკე, ეფრატი.
 
==ისტორიული ძეგლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჭახელი“-დან