ჯუჯა ვეშაპი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯუჯა ვეშაპი''', ''ჯუჯა სადა ვეშაპი'' — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. არქაული სახეობაა, გერეგნულად მასში შერწყმულია ამ ქვერიგის სხვა წარმომადგენლების სხვადას...
(განსხვავება არ არის)

17:07, 28 აგვისტო 2021-ის ვერსია

ჯუჯა ვეშაპი, ჯუჯა სადა ვეშაპი — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. არქაული სახეობაა, გერეგნულად მასში შერწყმულია ამ ქვერიგის სხვა წარმომადგენლების სხვადასხვა თვისება, ამიტომ მისი სისტემატიკა რამდენჯერმე გადაიხედა. ყველაზე პატარა (სხეულის სიგრძე 6,5 მეტრი, მასა 3–3,5 ტონა) და იშვიათია უკბილო ვეშაპებს შორის. სხეულის ფორმით და კორპუსის უკანა მესამედის დასაწყისში არსებული ნამგლისებური ზურგის ფარფლით ზოლიან ვეშაპებს ჰგავს. თავი შეადგენს საერთო სიგრძის ¼-ს. კისრის მალები შერწყმულია, ქვედა ყბა რკალისებრადაა მოღუნული, როგორც აქვთ სადა ვეშაპებს. ყელზე ორი ნაოჭი აქვს, როგორც რუხ ვეშაპს. მკერდის ფარფლები ვიწრო და მომრგვალებულბოლოიანია.