უკბილო ვეშაპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bakura2000-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
 
| commons = Category:Mysticeti
}}
'''უკბილო ვეშაპები''' ({{lang-la|Mystacoceti}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ქვერიგი [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]სა. კბილების ნაცვლად ზედა ყბაზე უვითარდებათ 360—800 გრძელი (20—450 სმ) რქოვანი ფირფიტა, ე. წ. „ვეშაპის ულვაში“. ისინი ქმნიან ცხრილისებრ აპარატს, რომლის საშუალებითაც ხდება პირში მოხვედრილი საკვების ([[მოლუსკები]]ს, კიბოსნაირები, წვრილი თევზები) გაცხრილვა. დინგზე აქვთ ვიბრისები — შეხების ორგანოები. ნესტოები წყვილია. უკბილო ვეშაპები თანამედროვე ძუძუმწოვართა შორის ტანად ყველაზე დიდი ცხოველებია. მაგალითად, [[ლურჯი ვეშაპი]]ს სიგრძე 33 მ, მასა 160 ტ აღწევს. უკბილო ვეშაპებს განეკუთვნება 10 სახეობა: [[გრელანდიურიგრენლანდიური ვეშაპი |გრელანდიურიგრენლანდიური]], [[სამხრეთული ვეშაპი|სამხრეთული]], [[ჯუჯა ვეშაპი|ჯუჯა]], [[რუხი ვეშაპი|რუხი]], [[კუზიანი ვეშაპი|კუზიანი]], ლურჯი, [[ბრაიდის ვეშაპი|ბრაიდის]], [[მცირე ზოლებიანი ვეშაპი|მცირე ზოლებიანი]] ვეშაპები, [[ფინვალი]] და [[სეივალი]]. ფართოდ არიან გავრცელებული [[ოკეანე]]ებში, გარდა გრენლანდიური, ბრაიდისა და ჯუჯა ვეშაპებისა. აქვთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. 1959 წლიდან საერთაშირისოსაერთაშორისო დაცვას ექვემდებარებიან გრენლანდიური, სამხრეთული და რუხი ვეშაპები, ხოლო 1967 წლიდან — ლურჯი ვეშაპი. მცირე ზოლებიანი ვეშაპის ერთი ეგზემპლიარიეგზემპლარი 1880 წელს ზღვის დინებამ გამორიყა [[ქობულეთი]]ს მახლობლად. მისი ჩონჩხი ინახება [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]]ს ზოოლოგიის განყოფილებაში.
 
==ლიტერატურა==