ნიჭიერი (ტელეგადაცემა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 58:
პირველ სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ტელეკომპანია რუსთავი2-ის პროგრამირების და მარკეტინგის მენეჯერი, გეგა ფალავანდიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს, "პროფილის" ავტორი და წამყვანი — მაია ასათიანი და მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი.
 
მეორე სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ნაწილობრივ შეიცვალა. ახალ შემადგენლობაში პოპულარული ქართველი მომღერალი, სოფო ნიჟარაძე და რეიტინგული იუმორისტული შოუს, [[ვანო ჯავახიშვილის შოუ|"ვანო ჯავახიშვილის შოუს"]] წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი შევიდნენ. უცვლელ წევრად გეგა ფალავანდიშვილი დარჩა. მესამე სეზონზე ჟიურის ცვლილება არ მომხდარა. მეოთხე სეზონზე ჟიური ისევ ნაწილობრივ შეიცვალა. ახალ შემადგენლობაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, "ნანუკას შოუს" ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოვიდნენ. უცვლელ წევრად ისევ გეგა ფალავანდიშვილი დარჩა. მეხუთე სეზონზე გეგა ფალავანდიშვილი და ხატია ბუნიათაშვილი ჩააანაცვლა მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელმა ჭოლა წულაძემ. მეექვსე სეზონზე ჟიურს მსახიობი რუსკა მაყაშვილი შეემატა. მეშვიდე სეზონზე ია ფარულავა და ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლეს ჟურნალისტმაარხის საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ. მერვე სეზონზე ზაალ უდუმაშვილი, ნიკა გვარამია და ჭოლა წულაძე ჩაანაცვლეს მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა და მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა. მეცხრე სეზონზე მაკა ჩიჩუა, სტეფანე მღებრიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი ჩაანაცვლეს მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, მაკა კვიციანმა და სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ. ჟიურის უცვლელი წევრი რუსკა მაყაშვილია.
 
„ნიჭიერის“ წამყვანები უცვლელად ოთხი სეზონის განმავლობაში მომღერალი თიკა ფაცაცია და მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი იყვნენ. მეხუთე სეზონზე თიკა ფაცაცია ჩაანაცვლა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ. უცვლელ წამყვანად ვანიკო თარხნიშვილი დარჩა. მეცხრე სეზონზე გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი ჩაანაცვლა ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ. ის კასტინგებზე კულისებში გულშემატკივრობს მონაწილეებს, ნახევარფინალებზე კი შოუ მიჰყავს.