ჯორჯ ჰარისონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 58:
ადრეულ პერიოდში მუსიკოსზე გავლენა მოახდინეს [[ჯორჯ ფორმბი]]მ და [[ჯანგო რეინჰარდტი|ჯანგო რეინჰარდტმა]]; [[კარლ პერკინსი|კარლ პერკინსმა]], [[ჩეტ ატკინსი|ჩეტ ატკინსმა]], [[ჩაკ ბერი]]მ და [[რაი კუდერი|რაი კუდერმა]] იქონიეს გავლენა უფრო გვიანდელ შემოქმედებაზე. 1965 წლისთის ჰარისონმა The Beatles-ის მუსიკა წაიყვანა უფრო მეტად [[ფოლკ-როკი]]ს მიმართულებით, ვინაიდან დაინტერესებული იყო [[The Byrds]]-ის და [[ბობ დილანი]]ს შემოქმედებით. ჯგუფის მელოდიებს დაემატა [[ინდური კლასიკური მუსიკა|ინდური კლასიკური მუსიკის]] ჟღერადობაც - როდესაც "[[Norwegian Wood (This Bird Has Flown)]]"-ში ჰარისონმა [[სიტარი]] გამოიყენა. ჯორჯი დაინტერესებული იყო [[კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება|ჰარე კრიშნას მოძრაობით]] და იქცა ინდოეთის კულტურის და [[მისტიციზმი]]ს მოყვარულად, გააცნო რა ისინი The Beatles-ის სხვა წევრებს და მათ დასავლელ მსმენელებს სიმღერებში ინდური ინსტრუმენტული ფრაგმენტების დამატებით. 1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა გამოსცა სამმაგი ალბომი ''[[All Things Must Pass]]'', კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნაშრომი, მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ-სინგლით "[[My Sweet Lord]]", და, როგორც სოლო შემსრულებელმა, ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი ჟღერადობა, შექმნილი [[სლაიდ-გიტარა|სლაიდ-გიტარით]]. 1971 წელს მან გაუწია ორგანიზება [[The Concert for Bangla Desh|საქველმოქმედო კონცერტს ბანგლადეშის დასახმარებლად]], ინდოელ მუსიკოს [[რავი შანკარი|რავი შანკართან]] ერთად (ეს მოვლენა იყო [[Live Aid]]-ის მსგავსი მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტების წინამორბედი). ჰარისონი აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი იყო. 1974 წელს მან დააარსა ლეიბლი [[Dark Horse Records]], ხოლო 1978 წელს იყო კინოკომპანია [[HandMade Films]]-ის თანადამაარსებელი.
 
როგორც სოლო შემსრულებელმა, ჰარისონმა გამოსცა რამდენიმე გაყიდვადი სინგლი და ალბომი. 1988 წელს მან, სხვა მუსიკოსებსთან ერთად, დააარსა [[სუპერჯგუფი (მუსიკა)|სუპერჯგუფი]] [[Traveling Wilburys]]. როგორც ნაყოფიერი შემსრულებელი, მონაწილეობდა [[Badfinger]]-ის, [[რონი ვუდი]]ს და [[ბილი პრესტონი]]ს სიმღერების ჩაწერაში, თანამშრომლობდა ბობ დილანთან, [[ერიკ კლეპტონი|ერიკ კლეპტონთან]], [[რინგო სტარი|რინგო სტართან]], [[ტომ პეტი]]სთან და სხვა მუსიკოსებთან. ''[[Rolling Stone]]''-მა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში ჰარისონი #11 ადგილზე დაასახელა. 1988 წელს ჰარისონი, როგორც The Beatles-ის წევრი, [[როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი|როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში]] შეიყვანეს, ისევე, როგორც გარდაცვალების შემდეგ, სოლო კარიერისთვის - 2004 წელს.<ref>{{cite web|url=http://radio.com/2014/12/16/green-day-joan-jett-ringo-starr-lead-rock-hall-2015-inductees|title=2015 Rock Hall inductees|publisher=Radio.com|accessdate=16 December 2014|archiveurl=https://web.archive.org/web/20141217154623/http://radio.com/2014/12/16/green-day-joan-jett-ringo-starr-lead-rock-hall-2015-inductees/|archivedate=17 დეკემბერი 2014}}</ref>
 
ჰარისონის პირველი ქორწინება იყო მოდელ [[პატი ბოიდი|პატი ბოიდთან]], 1966 წლიდან, რომელიც 1977 წელს დასრულდა. შემდეგ წელს მაგ [[ოლივია ჰარისონი|ოლივია არიასთან]] იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი, [[დჰანი ჰარისონი]] ეყოლა. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ჩატარდა მისი კრემაციის ცერემონია. მისი ფერფლი გაფანტე ინდოეთში, მდინარეებზე, [[განგი|განგზე]] და [[იამუნა]]ზე, ინდუიზმის ტრადიციის შესაბამისად. ჰარისონის შემდეგ დარჩა დაახლოებით 100 მილიონი გირვანქის ოდენობის ქონება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯორჯ_ჰარისონი“-დან