პეჩორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
მდინარე შუგორის შესართავთან პეჩორა კვეთავს [[ურალის მთები]]ს დასავლეთ განშტოებას, ნაპირებზე შიშვლდება [[კირქვები]]. შუგორის შესართავის ქვემოთ კუნძულების რაოდენობა [[კალაპოტი|კალაპოტში]] იზრდება; ხეობა და ჭალა ფართოვდება. მდინარე კოჟვის შესართავის შემდეგ მნიშვნელოვნად ფართოვდება, ფართო ჭალაში ბევრია [[ნარიონალი]], კალაპოტში დიდი რაოდენობითაა ჩქერები, ცელები, ჭალაკები, კუნძულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. პეჩორის სიგანე მდინარე უსის შესართავთან 1200 მ-ია; ქვემოთ პეჩორა მიედინება [[დასავლეთი]]საკენ, სადაც ქმნის განედურ მუხლს ორი დიდი კლაკნილით. წყლოვანება თითქმის ორმაგად იზრდება და პეჩორა ხდება მძლავრი და წყალუხვი მდინარე. მარჯვენა ნაპირი ციცაბოა, სიმაღლე 50–60 მ-მდე, მარცხენა — დაბალი. მდინარე ცილმის შესართავის ქვემოთ პეჩორა [[ჩრდილოეთი]]საკენ უხვევს, აქვს 10 კმ სიგანის ორმხრივი ჭალა, რომელიც მრავალრიცხოვანი [[ტბა|ტბებითა]] და [[ნარიონალი|ნარიონალებითაა]] დაფარული.
 
მდინარე კუნძულებით იყოფა მრავალრიცხოვან ტოტებად და ფშანებად. დახრილობა 0,05 ‰-ზე ნაკლებია. [[პეჩორის უბე|პეჩორის უბიდან]] 120 კმ-ში დიდი პეჩორისა (მარჯვენა ტოტი) და პატარა პეჩორის (მარცხენა ტოტი) გაყოფის კვანძში იწყება 3250 კმ² ფართობის მქონე [[დელტა]]. სოფელ ანდეგის ქვემოთ ტოტების რიცხვი დელტაში იზრდება, რომელთაგან უდიდესია უტჩერ-შარი, კრესტოვი-შარი, სრედნი-შარი, მესინი. დელტაში ბევრია ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია [[გოლოდნაია-გუბა]]. პეჩორის მთავარი შენაკადებია: [[ილიჩი]], [[შუგორი]], [[უსა]], [[ლაია]] და [[შაპკინა]] (მარჯვენა); [[ჩრდილოეთი მილვა]], [[კოჟვა]], [[იჟმა]], [[პიჟმა]], [[ცილმა]] და [[სულა (მდინარე)|სულა]] (მარცხენა). მდინარის აუზში 34,6 ათ. ნაკადი და 62 ათ.-ზე მეტი ტბაა.
 
დამახასიათებელია გაზაფხულის [[წყალდიდობა]], შემოდგომის [[წყალმოვარდნა]] და ზამთრის [[წყალმცირობა]]. საზრდოობს ძირითადად თოვლის[[თოვლი]]ს წყლით (წლიური ჩამონადენის 60 %); წვიმისა და გრუნტის წყლებზე მოდის 20–25%. [[წყალდიდობა]] იცის აპრილის[[აპრილი]]ს ბოლოდან ივლისის[[ივლისი]]ს ბოლომდე, ჩვეულებრივ აქვს ორი პიკი. [[წყალდიდობა|წყალდიდობის]] პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 66 % და შეინიშნება წყლის მაქსიმალური ხარჯი. ხანმოკლე ზაფხულ-შემოდგომის [[წყალმცირობა]] ირღვევა წვიმით გამოწვეული [[წყალმოვარდნა|წყალმოვარდნით]]; შემოდგომის წყალმოვარდნის შემდეგ იწყება მდგრადი ზამთრის [[წყალმცირობა]] (ნოემბერი–აპრილი[[ნოემბერი]]–[[აპრილი]]). წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 4120 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი 40 ათ. მ³/წმ. იცის მდგრადი და ხანგრძლივი [[გაძვიფვა]] (190–200 დღე). ყინულძვრა ზემოთიდან იწყება და ჩნდება ყინულხერგილები. რეგულარული ნაოსნობა [[ტროიცკო-პეჩორსკი|ტროიცკო-პეჩორსკამდეა]], ზოგჯერ [[უსტ-უნიამდეუნია]]მდე. საზღვაო გემები [[ნარიან-მარი|ნარიან-მარამდე]] ადიან. იყენებენ [[ხე-ტყის დაცურება|ხე-ტყის დასაცურებლად]], ქვანახშირის[[ქვანახშირი]]ს, ნავთობპროდუქტებისა[[ნავთობპროდუქტები]]სა და [[სამშენებლო მასალა|სამშენებლო მასალის]], პურისა[[პური]]სა და სხვა გადასატანად. მთავარი ნავმისადგომებია: [[ნარიან-მარი]], [[უსტ-ცილმა]], [[პეჩორა (ქალაქი)|პეჩორა]], [[ტროიცკო-პეჩორსკი]]. განვითარებულია თვჭერათევზჭერა. პეჩორის აუზშია ქვანახშირის[[ქვანახშირი]]ს, ნავთობისა[[ნავთობი]]სა და აირის[[აირი]]ს საბადოები. მდინარის ზემო წელშია [[პეჩორა-ილიჩის ნაკრძალი]], შესართავში [[ნენთა ნაკრძალი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეჩორა“-დან