პეჩორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
|სახელი = პეჩორა
|ფოტო = Pechora River by Pechora, Russia.JPG
|სათაური = მდინარე პეჩორა
|ქვეყნები = {{დროშა|რუსეთი}}
|ტერიტორიული ერთეულები = [[კომის რესპუბლიკა]]<br>[[ნენთა ავტონომიური ოკრუგი]]
|მარჯვენა შენაკადები = [[ილიჩი]] და სხვა
|მარცხენა შენაკადები = უნია და სხვა
|სათავე = [[ჩრდილოეთი ურალი]]
|სათავის სიმაღლე = 676
ხაზი 20:
|სიგრძე = 1809
|აუზის ფართობი = 322
|მდინარის სისტემა = [[ბარენცის ზღვა]]
|წყალსაცავი =
|ჰესი =
|წყლის დანიშნულება =
|წყლის მინიმალური ხარჯი =
|წყლის საშუალო ხარჯი = 4120
|წყლის მაქსიმალური ხარჯი = 40 ათ.
|რუკა =
|რუკის ზომა =
ხაზი 32:
|რუკის წარწერა =
|პოზრუკა = რუსეთი
|Commons = Category:Pechora River
}}
'''პეჩორა''' ({{lang-ru|Печора}}) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. სათავე აქვს ჩრდილოეთ ურალში, ზღვის დონიდან 676 მ სიმაღლეზე. სიგრძე 1809 კმ, აუზის ფართობი 322 ათ. კმ². ერთვის ბარენცის ზღვის პეჩორის უბეს. პეჩორა მიედინება რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
 
ზემო დინებაში წარმოადგენს ჭორომიან, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების მდინარეს. ხეობა შედარებით ვიწროა და ღრმა, მაღალი და ხშირად ფლატეებიანი ნაპირებით; კალაპოტი დაკლაკნილია, ჩეულებრივ არაგანშტოებული, პატარა, 50-დან 100 მ-მდე საშუალო სიგანით, ბევრი ჭორომითა და ჭალიანი მონაკვეთბით. მდინარე უნიის შესართავამდე მდინარის საშუალო დახრილობაა დაახლოებით 2,5–3 ‰, ქვემოთ 0,2 ‰. მდინარე ვოლოსნიცის შესართავის შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისაკენ და მიედინება პეჩორის დაბლობზე. მდინარე ილიჩის შესართავის ქვემოთ მდინარის ჩამონადენი თითქმის ორმაგდება, კალაპოტის კლაკნილობა მცირდება, სიგანე იმატებს (200-400 მ-მდე და მეტი), ჩნდება იშვიათი ჩქერები და კუნძულები. ნაპირების სიმაღლე მეტწილად 6–9 მ-ია. დახრილობა საშუალოდ 0,10–0,12 ‰. მდინარეების ველიუსა და შუგორის შესართავებს შორის კალაპოტი ხასიათდება 400–600 მ სიგანის მენადრირებული და გაწრფევებული მონაკვეთების მონაცვლეობით.
ხაზი 41:
 
მდინარე კუნძულებით იყოფა მრავალრიცხოვან ტოტებად და ფშანებად. დახრილობა 0,05 ‰-ზე ნაკლებია. პეჩორის უბიდან 120 კმ-ში დიდი პეჩორისა (მარკვენა ტოტი) და პატარა პეჩორის (მარცხენა ტოტი) გაყოფის კვანძში იწყება 3250 კმ² ფართობის მქონე დელტა. სოფელ ანდეგის ქვემოთ ტოტების რიცხვი დელტაში იზრდება, რომელთაგან უდიდესია უტჩერ-შარი, კრესტოვი-შარი, სრედნი-შარი, მესინი. დელტაში ბევრია ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია გოლოდნაია-გუბა. პეჩორის მთავარი შენაკადებია: ილიჩი, შუგორი, უსა, ლაია და შაპკინა (მარჯვენა); ჩრდილოეთი მილვა, კოჟვა, იჟმა, პიჟმა, ცილმა და სულა (მარცხენა). მდინარის აუზშია 34,6 ათ. ნაკადი და 62 ათ.-ზე მეტი ტბაა.
 
დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, შემოდგომის წყალმოვარდნა და ზამთრის წყალმცირობა. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60 %); წვიმისა და გრუნტის წყლებზე მოდის 20–25%. წყალდიდობა იცის აპრილის ბოლოდან ივლისის ბოლომდე, ჩვეულებრივ აქვს ორი პიკი. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 66 % და შეინიშნება წყლის მაქსიმალური ხარჯი. ხანმოკლე ზაფხულ-შემოდგომის წყალმცირობა ირღვევა წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნით; შემოდგომის წყალმოვარდნის შემდეგ იწყება მდგრადი ზამთრის წყალმცირობა (ნოემბერი–აპრილი). წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 4120 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი 40 ათ. მ³/წმ. იცის მდგრადი და ხანგრძლივი გაძვიფვა (190–200 დღე). ყინულძვრა ზემოთიდან იწყება და ჩნდება ყინულხერგილები. რეგულარული ნაოსნობა ტროიცკო-პეჩორსკამდეა, ზოგჯერ უსტ-უნიამდე. საზღვაო გემები ნარიან-მარამდე ადიან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვანახშირის, ნავთობპროდუქტებისა და სამშენებლო მასალის, პურისა და სხვა გადასატანად. მთავარი ნავმისადგომებია: ნარიან-მარი, უსტ-ცილმა, პეჩორა, ტროიცკო-პეჩორსკი. განვითარებულია თვჭერა. პეჩორის აუზშია ქვანახშირის, ნავთობისა და აირის საბადოები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეჩორა“-დან