მალკოლმ იანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მუსიკოსი|სახელი=მალკოლმ იანგი|დაიბადა=6 იანვარი, 1953|დაბ ადგილი=გლაზგო, შოტლანდია|გარდაცვალების ადგილი=ბერვუდი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია|გარდ=18 ნოემ...
(განსხვავება არ არის)

17:36, 24 აგვისტო 2021-ის ვერსია

მალკოლმ მიჩელ იანგი (დ. 6 იანვარი,1953 — გ. 18 ნოემბერი, 2017) — შოტლანდიური წარმოშობის ავსტრალიელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. ფართოდ ცნობილი, როგორც ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდის, AC/DC-ის, თანადამფუძნებელი, რითმ-გიტარისტი, ბექვოკალისტი და სიმღერების ავტორი. ის ბენდის უცვლელი წევრი იყო მისი დაარსებიდან 2014 წლამდე, თუ არ ჩავთვლით 1988 წლის ხანმოკლე პაუზას. 2014 წელს იანგი ბენდიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა. როგორც AC/DC-ის წევრი, ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2003 წელს შეიყვანეს.[1]

მალკოლმ იანგი
მალკოლმ იანგი 2010 წელს
მალკოლმ იანგი 2010 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1953
დაბ. ადგილი გლაზგო, შოტლანდია
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 2017 (64 წლის)
გარდ. ადგილი ბერვუდი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1969–2014
საიტი acdc.com
მალკოლმ იანგი ვიკისაწყობში

იმის მიუხედავად, რომ მისი უმცროსი ძმა ანგუსი უფრო ფართოდ ცნობილია, მალკოლმი იყო AC/DC-ის არანაკლები წამყვანი ძალა და ლიდერი. როგორც რითმ-გიტარისტი, მალკოლმ იანგი იდგა ბენდის მუსიკალური ბგერისა და მრავალი სიმღერის გიტარის რიფის უკან, რომლებიც ძმასთან თანამშრომლობით დაწერა.

მალკოლმ იანგმა AC/DC 2014 წლის შუა პერიოდში დატოვა, რათა დემენციისთვის ემკურნალა.[2][3] ბენდმა განაცხადა, რომ, მალკოლმის სურვილით, მისი წასვლის მიუხედავად, ისინი გააგრძელებდნენ მუსიკის შექმნას.[4] იმავე წლის სექტემბერში ბენდის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მალკოლმი AC/DC-ს აღარ დაუბრუნდებოდა, იანგი 2017 წლის 18 ნოემბერს დემენციით გამოწვეული გართულებისგან გარდაიცვალა. [5]

სქოლიო

  1. "AC/DC". როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი.
  2. "AC/DC guitarist Malcolm Young is in hospital, says bandmate Brian Johnson". The Guardian
  3. "AC/DC's Malcolm Young Has Dementia". People. 30 September 2014.
  4. Roberts, Lesley (19 October 2014). "WHOLE LOTTA ROYSTON: WRITER HAILS ROCK BRUVS AS HOME CITY URGED TO HONOUR THEM; How Glasgow Forged Superstar Rockers' Heavy Metal". Sunday Mail. გვ. 36.
  5. "AC/DC guitarist Malcolm Young dies at 64". BBC News. 18 November 2017.