თაიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თაიზი''' — ქალაქი [[იემენი|იემენში]], [[თაიზის მუჰაფაზა|ამავე სახელობის მუჰაფაზის]] ადმინისტრაციული ცენტრი. დაახლ. 615 ათასი მცხოვრები (2014). მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე, საბირის მთების ძირში. საავტომობილო გზებით უკავშირდება სანას[[სანა]]ს, ჰოდეიდას[[ჰოდეიდა]]ს, მოხას[[მოხა]]ს, [[ადენი|ადენს]]. ქალაქში არის საერთაშორისო აეროპორტი.
 
თაიზი პირველად იხსენიება [[თურან-შაჰ იბნ აიუბისაიუბი]]ს (სალადინის[[სალადინი]]ს ძმის) იემენში შეჭრის დროს (1173). XVI საუკუნის დასაწყისამდე იყო [[აიუბიდები|აიუბიდებისა]] და [[რასულიდები|რასულიდების]] დინასტიების დედაქალაქი. XVI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე [[ოსმალეთის იმპერიაშიიმპერია]]ში შედიოდა. 1948 წელს გადაეცა [[იემენის მუთავაქილიური სამეფო|იემენის (მუთავაქილიურ) სამეფოს]]. იმამ [[აჰმედ ბენ იაჰიასიაჰია]]ს მმართველობის (პერიოდში 1948–62) თაიზი იყო მისი რეზიდენცია და იემენის დედაქალაქი. ქვეყანაში [[იემენის საპროტესტო აქციები (2011)|2011 წლის საპროტესტო მოძრაობის]] ერთ-ერთი ცენტრი იყო. დაზარალდა ჰუსიტებსა და სახელმწიფოს შორის [[იემენის სამოქალაქო ომი (2015-დღემდე)|2015 წლის სამხედრო დაპირისპირების]] დროს.
 
ქალაქში შემორჩენილია XIII საუკუნის ციხესიმაგრის კედლების ნანგრევები (ბაბ-მუსას და ბაბ-ალ-ქაბირის კარიბჭე), შუა საუკუნეების ტიპის 3–4-სართულიანი სახლები, ალ-მუზაფარის [[მეჩეთი]] (1249–1295), ალ-აშრაფიას მეჩეთი და [[მედრესე]] (1295–1297), ალ-მუთაბიას მედრესე (1392–1393), [[ალ-კაჰირას ციხესიმაგრე]]. უნივერსიტეტი (1995). მედრესე (1397; უნივერსიტეტის სტატუსით). ეროვნული მუზეუმი (იემენის იმამის აჰმედის სასახლეში; XX საუკუნის I ნახევრის მორთულობა).
 
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. ქალაქში არის: ალუმინის[[ალუმინი]]ს გამოსადნობი ქარხანა, ცემენტის[[ცემენტი]]ს წარმოება, კვებისა ([[ყავა|ყავის]] გადამუშავება, [[რძე|რძის]] პროდუქციის, საკონდიტრო ნაწარმის, უალკოჰოლო სასმელებისა და სხვ. გამოშვება) და მსუბუქი (ბამბეულის ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის წარმოების, ტყავის გამოქნის ფაბრიკები) მრეწველობის საწარმოები. ამზადებენ საპნებსა და სარეცხ საშუალებებს, საიუველირო ნაწარმს, ჭურჭელს, პლასტმასის ნაკეთობებს, ქაღალდს. ყავის, ბოსტნეულის[[ბოსტნეული]]ს, კათისა[[კათი]]სა და [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანი კულტურების]] მოყვანაზე სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო რაიონის მნიშვნელოვანი ცენტრია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თაიზი“-დან