თაიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
თაიზი პირველად იხსენიება თურან-შაჰ იბნ აიუბის (სალადინის ძმის) იემენში შეჭრის დროს (1173). XVI საუკუნის დასაწყისამდე იყო აიუბიდებისა და რასულიდების დინასტიების დედაქალაქი. XVI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. 1948 წელს გადაეცა იემენის (მუთავაქილიურ) სამეფოს. იმამ აჰმედ ბენ იაჰიას მმართველობის (პერიოდში 1948–62) თაიზი იყო მისი რეზიდენცია და იემენის დედაქალაქი. ქვეყანაში 2011 წლის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. დაზარალდა ჰუსიტებსა და სახელმწიფოს შორის 2015 წლის სამხედრო დაპირისპირების დროს.
 
ქალაქში შემორჩენილია XIII საუკუნის ციხესიმაგრის კედლების ნანგრევები (ბაბ-მუსას და ბაბ-ალ-ქაბირის კარიბჭე), შუა საუკუნეების ტიპის 3–4-სართულიანი სახლები, ალ-მუზაფარის მეჩეთი (1249–1295), ალ-აშრაფიას მეჩეთი და მედრესე (1295–1297), ალ-მუთაბიას მედრესე (1392–1393), ალ-კაჰირას ციხესიმაგრე. უნივერსიტეტი (1995). მედრესე (1397; უნივერსიტეტის სტატუსით). ეროვნული მუზეუმი (იემენის იმამის აჰმედის სასახლეში; XX საუკუნის I ნახევრის მორთულობა).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თაიზი“-დან