აქაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აჰავი''' ([[ივრ.]] אחאב) [[ისრაელის სამეფო|ისრაელის]] მეფე [[ძვ. წ. 869]] - [[ძვ. წ. 850]] წლებში. [[ომრი]]ს ვაჟი.
 
[[იოსებ ფლავიუსი]]ს თანახმად აჰავი, ისევე, როგორც მისი წუნამორბედნი უწმინდური კაცი იყო. იგი არ ცნობდა [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარს]] და თაყვანს ოქროს ვერძს სცემდა. მისი მეუღლე იყო [[ტირი]]ს მეფის, [[იეოვალი]]ს ასული იეზაბელი, რომლისგანაც მან ფინიკუი ღმერთების თაყვანისცემა ისწავლა. იეზაბელი ჭკვიანი და ენერგიული ქალი იყო, მას ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა. მისი მოთხოვნით მეფემ ააგო [[ვაალი]]ს ტაძარი და გარს ბაღი შემოარტყა. აჰავას მმართველობისას ისრაელში თითქმის სრულებით შეწყვიტეს ისრაელის ღმერთის თაყვანისცემა, რამაც ბევრი უბედურება გამოიწვია. დაიწყო გვალვა, შემდეგ კი ისრაელს [[სირია|სირიის]] მეფე [[ბენ-ხადად II]] შემოესია და მეფეს [[სამარია]]ში შეუტია. აჰავმა მოახერხა სირიელებისთვის უეცრად შეტევა, როდესაც ისინი ბანაკში ქეიფობდნენ და დაამარცხა ისინი. ფლავიუსის გადმოცემით ამ შეტევაში მეფეს წინასწარმეტყველი [[მიქეა]] დაეხმარა. ბენ ხადადი ტყვედ ჩაბარდა და აჰავმა იგი გაუშვა. ებრაული წყაროების თანახმად ღმერთი განარისხა ამ საქციელმა და მიქეამ მეფეს უთხრა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ბენ ხადადი გახდება. მალე აჰავი შეხვდა [[იუდეა|იუდეის]] მეფეს [[იოსაფატი|იოსაფატს]] და შესთავაზა ბენ ხადადის წინააღმდეგ ერთად ომის დაწყება. ვაალის წინასწარმეტყველები ებრაელებს გამარჯვებას პირდებოდნენ, მიქეამ კი იწანასწარმეტყველა, რომ ებრაელები ბრძოლის ველიდან გაიქცევიან და მხოლოდ აჰავი დაიღუპება. მართლაც ასე მოხდა, როდესაც ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს არამათასთან, სირიელების მიერ ნასროლი ისარი მოხვდა მეფეს და სასიკვდილოდ დაჭრა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აქაბი“-დან